“რადასთან” მიმდინარე აქციაზე ღამე სიმშვიდე იყო. ღამე კარვებში გაატარა მიხეილ სააკაშვილმა. ამ დრომდე ადგილზე რჩებიან მიხი მხარდამჭერები და პარტიის წევრებიც.
ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ბატალიონ “დონბასის” წევრებიც, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ კარვების ქალაქში. დღეს დაგეგმილია პრესკონფერენციები, სადაც „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერები სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ. განცხადების გაკეთებას გეგმავს მიხეილ სააკაშვილიც. დღის ბოლოს კი, იგეგმება მრავალათასიანი აქცია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი