კიევში აფეთქების შესახებ ინფორმაციას გიორგი ბარამიძე ავრცელებს:

„დღეს კიევში ტელეკომპანია ექსპრესოს შენობასთან მომხდარი აფეთქებისას (სხვა დაზარალებულებთან ერთად, ორი ადამიანი, რადას დეპუტატის დაცვა და შემთხვევით ქუჩაში გამვლელი, დაიღუპა) მძიმედ დაიჭრა მიშას კურსელი და ჩემი ახლო მეგობარი, პოლიტიკური მოდელირების ექსპერტი, ანალიტიკოსი და ჟურნალისტი ვიტალი ბალა. რამდენიმე წუთის წინ მას ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და ფილტვიდან ნაღმის ნამსხვრევი ამოუღეს. სხვა მრავლობით ჭრილობას მოგვიანებით მიხედავენ.
ვუსურვებ მას გადარჩენას და გამოჯანმრთელებას“, – აღნიშნავს გია ბარამიძე.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი