პროდიუსერი ნოე სულაბერიძე 2017 წლის შემაჯამებელ პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს:

“ამხანაგო მეგობრებო!

წლევანდელი წელი აღსავსე იყო ბევრი საინტერესო მოვლენით, რომელთა ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ, თუმცა ერთზე მაინც გავჩერდები.

37 წლის თავზე კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ჩვენ ერთხელ ვცხოვრობთ და ეს შანსი თითოეულმა ადამიანმა, როგორც პირადში, ასევე საქმეში უნდა გამოვიყენოთ იმისთვის რომ ყველაფერი იყოს ზუსტად ისე როგორც გვინდა, რისთვისაც ვიბრძვით, რაც მთავარია უნდა ვაკეთოთ ის, რაც ყველაზე მეტად გვსიამოვნებს და ზუსტად მანდ გავავლოთ ზღვარი ცხოვრებისეულ რუტინასა და სულიერ მდგომარეობას შორის.

წელს “იმედში” დავბრუნდი და მივხვდი რომ ყველაზე მეტად ეს რეაქტიული და სუმბურული ცხოვრების ტემპი მაკლდა, რაც ახლავს ამ საქმეს.

წელს დაიბადა პრაიმშოუ, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ბევრი სკეპტიკურად უყურებდა და დანიშნულებასაც ვერ ხედავდა. თუმცა ძალიან მცირე დროში პროექტი შედგა, რაც გამოიხატა იმ რეიტინგით და მონაცემებით რომელიც ყოველკვირეულად ისედაც ძლიერი კონკურენტის ფონზეც კი ასე გვახარებს, თუმცა მონაცემების გამოქვეყნება ერთობლივად გადავწყვიტეთ თქვენთვის თავზე არ მოგვეხვია, რადგან ეს გზა ვთვლით უფრო სწორი და უკეთესია.

პრაიმშოუს მეორე სეზონი ჩვენთვის განსაკუთრებული იყო. ჩვენ კიდევ უფრო მეტად შევეცადეთ ვყოფილიყავით ახლოს თითოეულ თქვენგანთან და ამას შემდეგი სეზონიდანაც აუცილებლად გავაკეთებთ. ძალიან დიდი მადლობა ყველას იმ სითბოსთვის, რომელიც წერილებში მოდის, რომელიც ხშირად ქუჩაშიც კი იგრძნობა ადამიანებისგან.

მადლობა ახალგაზრდა, თუმცა ყველაზე მაგარ გუნდს, ვინც პრაიმშოუს აკეთებს, რომელიც ერთი დიდი სითბოთი და სიყვარულით სავსე ოჯახია.

და ბოლოს მადლობა ჩემს 5 პარტნიორს, 5 ბილეთიან ფსიხს, ვინც ასე ავსებს ერთმანეთს და ამ გადაცემას, ვინც ძალიან მიყვარს და საკუთარ თავს ვუსურვებ მათ კარგად ყოფნას, ერთად გვეკეთებინოს კიდევ ბევრი საინტერესო გადაცემა და რათქმაუნდა გაგვეტარებინოს ბევრი საინტერესო დღე!

ასე რომ: თქვენ იყავით კარგად, თორემ ჩემი ნერვების…. Love you all, თქვენი, ნოე სულაბერიძე”

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი