რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში კიდევ მოხდა ძლიერი აფეთქება. რუსული მედიის ინფორმაციით, აფეთქება ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ დღეს, სამართალდამცველებმა ქალაქის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ნაღმი გააუვნებელყვეს. 3 აპრილს კი სანქტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში ტერორისტული აქტი განხორციელდა. ტერაქტის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.

ტერორისტული აქტი ყირგიზული წარმოშობის რუსეთის მოქალაქე თვითმკვლელმა – აკბარჟონ ჯალილოვმა განახორციელა. ტერორისტი 23 წლის იყო. ტერორისტული აქტის შემდეგ ქალაქში პანიკა შეინიშნება. სანქტ–პეტერბურგში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

წყარო: Mpress

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი