Home ახალი დამატებული კვლევის ჩასატარებლად 150 ლარი აკლდება, კეთილო ადამიანებო, დაეხმარეთ!

კვლევის ჩასატარებლად 150 ლარი აკლდება, კეთილო ადამიანებო, დაეხმარეთ!

21 second read
0
15

11 წლის ბესიკ ვარდიაშვილი ბავშვობიდან ავადაა _ მას  ცერებრალური დამბლა აქვს და შშმ (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) პირია. იგი ეტლს არის მიჯაჭული, მისი ოჯახი კი სოციალურად დაუცველია და ვერ ახერხებს, ბავშვს ჯანმრთელობის მხრივ სათანადო  დახმარება გაუწიოს.

რამდენიმე თვის უკან, ბესიკს სასწრაფოდ სჭირდებოდა ოპერაცია, მაგრამ ოჯახს ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა. შვილის  მდგომარეობით გამწარებული დედა, ასმათ ვარდიაშვილი საინფორმაციო სააგენტო ფოსტალიონთან საუბარში აცხადებდა, რომ ექიმების თქმით, ამ ოპერაციის შემდეგ, მისი შვილი დამოუკიდებლად შეძლებდა სიარულს. „ასეთ ოპერაციებს მხოლოდ თურქეთში აკეთებენ.  საჭირო თანხის ნაწილი შევაგროვეთ, მაგრამ კიდევ გვაკლდება 6 000 ლარი. იმედი მაქვს, რომ გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები, რომლებიც დაეხმარებიან ჩემს ბესიკს, აუსრულებენ ოცნებას და ის ფეხზე დამოუკიდებლად გაივლის“, _ აცხადებდა დედა.

ოპერაციისთვის მათ 15 ათასი დოლარი ჭირდებოდა, აქედან, 1 500 დოლარი ჯანდაცვის სამინისტრომ გამოყო, 20 ათასი ლარი  _ თბილისის მერიამ, დანარჩენი კი „პოსტალიონი“-ს ძალისხმევითა და კეთილი ადამიანების შემწეობით ჩაერიცხა ბესიკს ანგარიშზე და თურქეთში ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც ქალბატონი ასმათი ამბობს, ბესიკი ახლა მყარად დგება ფეხზე, მაგრამ ამჯერად მას სასწრაფოდ სჭირდება თავის ტვინის კვლევა, რომელიც ნარკოზით უნდა გაკეთდეს. კვლევა ღირს 320 ლარი, ოჯახმა კი მხოლოდ 170 ლარის შეგროვება შეძლო. კვლევის ჩასატარებლად 150 ლარი აკლდებათ. სახელმწიფო უწყებებში ეუბნებიან, რომ კონკრეტულ პირზე თანხის გამოყოფიდან 6 თვე უნდა იყოს გასული, რათა შემდგომი დახმარების გაცემა შევძლოთო. პატარა ბესიკს და დედამისს, ამჯერად, მხოლოდ კეთილი ადამიანების დახმარების იმედი აქვთ, ნუ დაუკარგავთ ამ იმედს!

ანგარიში გახსნილია  ,,ლიბერთი ბანკში“ _   GE40LB0711106003061640

მიმღები: ასმათ ვარდიაშვილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *