სააღდგომო  მსგებსი მხოლოდ ერთი კვირა გრძელდება. ითვლება, რომ მარხვის შემდეგ ხალისიანი განწყობა ხორცმაც უნდა იგრძნოს და სულმაც, ამიტომ ხსნილია ღვინითაც და ხორცითაც. ამ დროს ზომიერად, მაგრამ ნებიმიერი საკვების მიღება  აუცილებელია.

როცა ქრისტე მკვდრეთით აღსდგა და მოციქულებს ეჩვენა, მათ პირველად ასე მიმართა: „მშვიდობა თქვენდა“. მისალმების ეს ფორმა სახარებიდან მომდინარეობს. ქრისტე აღდგომიდან მეორმოცე დღეს ამაღლდა, ამიტომ აღდგომიდან ამაღლებამდე ერთმანეთს ისე უნდა მივესალმოთ  როგორც აღდგომის დღესასწაულის დღეებში: „ქრისტე აღსდგა“,  „ჭეშმარიტად აღსდგა“.  მსგებსის შემდგომი სამშაბათი მიცვალებულთა ხსნების დღეა. ამ დღეს ეკლესიებში მიცვალებულებისათვის სპეციალური წირვა-ლოცვა აღესრულება. აღდგომის დღესასწაულისთვის,  წითელ პარასკევს, კვერცხის წითლად შერებვის ტრადიცია არსებობს, თუმცა  ზუსტად ერთი კვირის  თავზე, კვერცხებს წითლად კვლავ  ღებავენ, რადგან კვირაცხოვლობის დღესასწაულზე ხდება აღდგომის განახლება.

კვირაცხოვლობის დღეს, თომას კვირასაც ეძახიან. სახარებაში მოთხრობილია მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე როგორ გამოეცხადა მოწაფეებს, რომლებიც ერთ-ერთ სახლში იმალებოდნენ და იუდეველების შიშთ კარი დაკეტილი ჰქონდათ. მაცხოვარი დახშულ კარში შევიდა და მიმართა, მშვიდობა თქვენდაო. მან საკუთარი ჭრილობიანი სხეული რომელსაც სამსჭვალები და შუბის კვალი ეტყობოდა, მოსწავლეებს აჩვენა. ამის შემდეგ მათ სულიწმინდის ნიჭი გადასცა. ამ დროს თომა იქ არ იმყოფებოდა. როცა დაბრუნდა, უთხრეს, რომ მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი იხილეს. თომამ ეს ამბავი არ დაიჯერა და თქვა, ვერ ვირწმუნებ მის მკვდრეთით აღდგომას თუ ჩემი თვალით არ ვიხილავ და ჭრილობებზე არ შევეხებიო.

 

toma

აღდგომიდან მერვე დღეს იესო მოციქულებს მეორედ გამოეცხადა. ამჯერა მათ შორის თომაც იყო. უფალმა უკვე იცოდა რა თქვა თომამ და ამიტომაც მას მიმართა, მოდი, შემეხე, დამადე ჭრილობებზე ხელი და ნუ იქნები ურწმუნოო. როცა თომამ მაცხოვარი იხილა, მუხლებზე  დაეცა და თქვა, „ჰე უფალო და ღმერთო ჩემოო“. ამით მან აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება, იესო ქრისტე კი _ ღმერთად. საყურადღებოა მაცხოვრის შემდგომი სიტყებიც, რომელიც მან თომას უთხრა: ნეტარ ხარ შენ,  რომ მიხილე და გწამს, მაგრამ ნეტარნი არიან ისინი, ვისაც არ უხილავს და სწამს ქრისტეო. ამ შემთხვევაში მან ჩვეულებრივი ადამიანები იგულისხმა.

როგორც ცნობილია მაცხვარმა თავდაპირველად 12 მოციქული აირჩია და მათთან ერთად ქადაგებდა. მათ შორის იყო იუდა ისკარიოტელიც, რომელმაც შემდგომ ქრისტე გასცა და ამის გამო თავი ჩამოიხრჩო. თორმეტი მოციქულის გამორჩევის შემდგომ, მაცხოვარმა 70 მოციქულიც გამოარჩია. თომა მოცქული ქრისტეს ათორმეტ მოციქულთაგანია. სახარება მას მარჩბივად, ანუ ტყუპისცალად მოიხსენიებს. მარჩბივი ტყუპის ძველქართული სახელწოდებაა და ის ზოდიაქორს ნიშანში არ უნდა აგვერიოს. თომას ტყუპისცალი ძმა ჰყავდა, მაგრამ სახარებაში მის შესახებ არაფერია მოთხრობილი. თომას ურწმუნოება შემდგომში დიდმორწმუნეობად  შეიცვალა, რაც ღვთის განგება იყო. ასეთი რამ პეტრე მოციქულსაც დაემართა. მას მაცხოვარმა წინასწარ უთხრა, რომ ის თავის მოძღვარს მამლის ყივილამდე  სამჯერ უარყოფდა და ასეც მოხდა, თუმცა ეს უარყოფა შემდგომ  მის დიდ რწმენასა და სინანულში გადაიზარდა.

თომა მოციქულის შემდგომი მოღვაწეობის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. იგი ჩავიდა ინდოეთში, იქადაგა ქრისტეს სჯული, ეკლესიაც დააარსა, იქვე მოღვაწეობდა და მოწამეობრივად აღესრულა. მისი თავის ქალა ამჟამად სიონის ტაძარშია დაბრძანებული. თომას კვირას, ანუ კვირაცხოვლობას საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ამ სიწმინდეს თავად გამოაბრძანებს ხოლმე და მრევლს საშუალება ეძლევა ეამბოროს და ემთხვიოს მას.

ტაძრის საკურთხეველი სამოთხის სიმბოლოა. საკურთხეველში შესასვლელ ცენტრალურ კარს კი, აღსავლის კარი ჰქვია. აღსავლის კარის გარება სიმბოლურად იმაზე მიგვანიშნებს, რომ მაცხოვარმა ამ დროს ცათა სასუფეველის, ან სამოთხის კარიც გააღო. კვირაცხოვლობას აღსავლის კართან იდება არტოსი.

 

artosi1 (1)

ეს არის სპეციალურად გამომცხვარი პური, რომელიც ამ დღეს იჭრება და მორწმუნეებს უნაწილდება. მათ არტოსი სახლში მიაქვთ და მთელი წლის განმავლობაში, ავადმყოფობის დროს, უზმოზე, მცირე ულუფას ნაკურთხ წყალთან ერთად მიირთმევენ. ეს არის სულისა და ხორცის საკურნებელი პური და სიწმინდეს წარმოადგენს. არტოსიც ბერძნულად პურს ნიშნავს. ეს გახლავთ ჯვრის ფორმის დიდი სეფისკვერი ქრისტეს აღდგომის გამოსახულებით. აღდგომის პირველ დღეს ლიტურგიაზე, ამბიონის ლოცვის შემდეგ არტოსი  განსაკუთრებული ლოვცითა  და ნაკურთხი წყლის პკურებით იკურთხება. იგი კანკელის მაცხოვრის ხატის წინ პატარა მაგიდაზე იდება. ბრწყინვალე შვიდეულის შაბარს, ლოცვის დროს, განიტეხება და მორწმუნეებს როგორც დიდი სიწმინდე , ისე ურიგდებათ.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი