,,ის განცხადებები, რაც კეთდება, რომ თითქოს მიწა გაიყიდება უცხოელებზე, არის ძალიან დიდი სიცრუე და ტყუილი…

მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია მგონი ყველასთვის ნათელია. ამასთან დაკავშირებით მეც არაერთხელ გამიკეთებია განცხადება. ის რასაც ჩვენ ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, ეს არის მიზანმიმართული ცრუ კამპანია, რომელსაც გარკვეული ადამიანები ახორციელებენ. ის, რომ მიწა არ გაიყიდება უცხოელებზე, ეს არის ჩვენი გუნდის დამსახურება და ჩვენმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ჩაიწერა კონსტიტუციაში” _ ასე ეხმაურება კახა კალაძე “ქართული მარშის” ბრალდებებს მმართველი გუნდის მიმართ და ამ შინაარსით ბოლოდროინდელ განცხადებას მიზანმიმართულ კამპანიად აფასებს, რომლის უკანაც კონკრეტული ადამიანები დგანან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ქართული “ქართული მარშის“ წევრები დაანონსებული აქციების ფარგლებში კალაძის შტაბში შესვლას შეეცადნენ, რა დროსაც მათ სამართალდამცველებთან შეხლა-შემოხლა მოუხდათ. დააკავეს ,,ქართული მარშის” ერთ-ერთი ორგანიზატორი, ლადო სადღობელაშვილი. ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში მიმსინარეობს მისი სასამართლო პროცესი. მოძრაობა ,,ქართული მარშის”  წევრები ხელისუფლებას ქართული მიწების უცხოელებზე გასხვისებაში სდებენ ბრალს. მარშის წევრები უახლოეს მომავალში მთავრობის ადმინისტრაციის პიკეტირებასაც აანონსებენ.

წყარო

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი