ოპოზიცია თბილისის მერობის კანდიდატად კახი კალაძის დასახელებაზე კომენტარს აკეთებს. “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ენერგეტიკის მინისტრი კორუფციულ გარიგებებშია ჩართული და დაახლოებულია ქურდულ სამყაროსთან.

„კახა კალაძის კანდიდატურა დედაქალაქის მოსახლეობისთვის ძალიან აადვილებს არჩევანს, ვინაიდან, კახი კალაძე არის პიროვნება, რომელიც, პირველ რიგში, ასოცირდება იმ დიდ კორუფციასთან, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა დააბრუნა. კახა კალაძე თავიდან ბოლომდე გადაფსკვნილია კრიმინალურ ინტერესებთან, ახლოს არის ქურდულ სამყაროსთან, ორგანიზებულ კრიმინალთან. მის სახელთან არის დაკავშირებული ისეთი ინციდენტები, როგორიცაა კორცხელის ორგანიზებული დამნაშავეობრივი დაჯგუფების ჩამოყალიბება და რაც მთავარია, კალაძე არის ადამიანი, რომელმაც მრავალი წლის შემდეგ გაბედა და დადო მოღალატეობრივი ხელშეკრულება „გაზპრომთან“, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

“ევროპული საქართველოს” წევრების აზრით, კახი კალაძე დედაქალაქის პრობლემების მოგვარებას ვერ შეძლებს.

„თუ გავითვალისწინებთ ბატონი კალაძის უპრინციპო, კაპიტულანტურ დამოკიდებულებას „გაზპრომთან“, რომელთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, თბილისელებს შესაძლებელია გააზის საფასური გაეზარდოთ. თუ გავითვალისწინებთ, მის კორუფციულ თუ ნეპოტისტურ ინტერესებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან მიმართებაში, ნათელია, რომ ის ვერ შეძლებს იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ნარმანიას მთავრობამ შექმნა,“ – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

რუსთავი 2

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი