,,ჩვენთან წარმოებული მედიკამენტის ფასი, უცხოეთში ბრენდული მედიკამენტის ფასზე მაღალია და ეს არის აფსურდი. ქართული ფარმაცევტული კომპანიები წარმოადგენენ მონსტრებს, რომლებიც მუშაობენ  ზემოგებებზე, რაც 10-ჯერ და მეტჯერ აღემატება იმ მოგებებს, რომელიც ცნობილ ფარმაცევტულ ბრენდებს აქვთ. იმისათვის, რომ ასე არ იყოს და წამლის ფასი დარეგულირდეს, უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება.

ჩვნს ქვეყანაში კატასტროფა ხდება მონოპოლიების მხრივ. ერთ კომპანიას უფლება აქვს, ჰქონდეს წამლის საწარმო, აფთიაქების ქსელი, საავადმყოფო-პოლიკლინიკები, ბანკი და ა.შ. ნორმალურ ქვეყნებში, წამლის მწარმოებლებს საცალო ვაჭრობისა და დისტრიბუციის ერთად გამოყენების უფლება არ აქვთ, რათა არ შეიქმნას  მონოპოლიური გარემო. მათ ზღვარი აქვთ დაწესებული ფასებზე, მარჟის მიხედვით და  თუ წამლის წარმოება უჯდებათ ლარი, მას 10 ლარად ვერ გაყიდიან. სახელმწიფო წამლის მწარმოებლებს ეუბნება, რომ ასეთი წამლის გაყიდვა შეუძლიათ მაქსიმუმ 2 ლარად. ესეც იმხელა მოგებაა, მწარმოებელიც კმაყოფილია და მომხმარებელიც.

ასევეა წამლის შემომტანებთან მიმართებაშიც. თუ წამლის შემოტანა უჯდებათ 5 ევრო, ის წამალი უნდა გაყიდოს მაქსიმუმ 6-7 ევროდ და ა.შ.  ამის გაკეთება ჩვენთანაც შეიძლება, მაგრამ ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები მხოლოდ ახლა ალაპარაკდნენ, მსგავსი მექანიზმები შეიძლება შევიმუშოთო. ახლადდანიშნულმა პრემიერმაც ბახტაძემ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე თქვა, დახვეწა სჭირდებაო, ანუ პრობლემას უკვე აღიარებენ, როცა ცოტა ხნის წინ, ამაზე საუბარიც კი არ სურდათ.

არ დაგვავიწყდეს, რომ არსებობენ ფარნაცევტული კომპანიების ე.წ. ლობისტები. ერთ-ერთი მათგანი, ოქრიაშვილი 17  წელია პარლამენტში იმიტომ ზის, რომ ლობირება გაუწიოს საკუთარ ბიზნესს. ის იყო  წინა ხელისუფლების შემწირველი, ამჟამად ამ ხელისუფლების უკეთებს შეწირულობებს და უმრავლესობის წევრიცაა. სხვებიც ლობირებენ  ამ მონოპოლიებს და ხალხის საშველი როგორ იქნება?“ _ აცხადებს  ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი სერგო ჩიხლაძე.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი