Home ახალი დამატებული კაცხის სვეტზე ეკლესიის ასაგებად გათლილ ქვებს ქვემოდან ეზიდებოდნენ

კაცხის სვეტზე ეკლესიის ასაგებად გათლილ ქვებს ქვემოდან ეზიდებოდნენ

26 second read
0
17

სოფელი კაცხი მდებარეობს ჭიათურის მუნიცპალიტეტში, მდინარე კაცხურის ნაპირას, ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, ჭიათურიდან 11 კილომეტრში. სოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XI საუკუნეში. გვიანდელი ფეოდალური ხანის წყაროებში კი უკვე გვხვდება “კაცხის ციხე”. ციხე თავდაპირველად სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. XVII საუკუნის 60-იანი წლებიდან აბაშიძეთა ფეოდალურ საგვარეულოს კუთვნილებს წარმოადგენდა. XVIII საუკუნის 50-იანი წლებიდან კვლავ სამეფო ხელისუფლების გამგებლობაში გადავიდა. ციხის ნანგრევები შემორჩენილია მდინარე კაცხურის მარჯვენა ნაპირზე. სოფლის ცენტრში აღმართულია X-XI სს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი კაცხის ტაძარი.

   კაცხის სვეტი, კირქვის სვეტისებრი დენუდაციური “მოწმე” – შთენილი კლდეა.მისი სიმაღლე 40 მეტრია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო. სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია. ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI საუკუნეში გავრცელებული იყო წინა აზიასა და, უპირველეს ყოვლისა, სირიაში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ერთი ეკლესია (V ს.) მშრალადაა ნაშენი ადგილობრივად მოპოვებული, უხეშად დამუშავებული ქვით, აფსიდი კლდეშია გამოკვეთილი. მეორე (VI ს.) ნაგებია ქვემოდან აზიდული კარგად გათლილი კვადრებით, აქვს კრიპტა (ქვედა სართული – სამარხი).

არავინ იცის ზუსტად როდის შეწყდა რელიგიური ცხოვრება კაცხის სვეტზე, მაგრამ ვახუშტი ბატონიშვილის დროს აქ ბერები აღარ მოღვაწეობდნენ. კაცხის სვეტის არქიტექტურული ძეგლები 1944 წელს ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით მთასვლელთა ჯგუფმა ინახულა. ბოლო პერიოდამდე კაცხის სვეტზე ასვლა, ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე, შეუძლებელი იყო. ამჟამად კაცხის სვეტზე ასვლა შესაძლებელია ყველა მსურეველისთვის და აღდგენილია სვეტის ძირში და თავზე არსებული სამლოცველოებიც.

.

.

ეს ბერი კი კაცხის სვეტზე 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

.

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *