“ღორჯო ყრდელში” – აქამდე უცნობი კერძი პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ტელესერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” ერთ-ერთმა მოქმედმა გმირმა, ლუნამ, ყრდელის ბიზნესი წამოიწყო. საზოგადოებისთვის უცნობი ყრდელი, ბალახი აღმოჩნდა, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში სხვადასხვა სახელს ეძახიან და საკვებად იყენებენ. ღორჯო კი თევზის სახეობაა. ,,ღორჟო ყრდელით” ხაშურელი ლუნას გამდიდრების ფორმულა გახლდათ, თუმცა ამჯერად, ახლადგამოგონილი კერძით  გამდიდრება ,,ფრესკომ” გადაწყვიტა და მომხმარებელს “ღორჯო ყრდელზე” შესთავაზა. ამას ჰქვია- “ყველაფერი დასწრებაზეაო.”

აღმოჩნდა, რომ “ფრესკომ” ტელესერიალის ავტორებს დაასწრო, რადგან “ჩემი ცოლის დაქალების” იდეებს თავად ტელესერიალის ავტორები და მსახიობები ხშირად აცოცხლებენ. ამის ერთ-ერთი მაგალითია თბილისში, საბურთალოზე  მდებარე კაფე -“ნელიკოსთან”, სადაც  ერთ-ერთი საფირმო კერძი -“ნელიკოს ბლინებია”.

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი