Home ახალი დამატებული „კარგი იქნებოდა, იგივე რიხით მეუფე პეტრესთანაც გაეგრძელებინა ინტერვიუ“

„კარგი იქნებოდა, იგივე რიხით მეუფე პეტრესთანაც გაეგრძელებინა ინტერვიუ“

20 second read
0
43

„პირადად ვიცნობ მამა გიორგი ზვიადაძეს. მის ქადაგებებსაც ვესწრებოდი ინტენსიურად და მისი ხელითაც მიმიღია ზიარება. ახლაც სულ მეხმარება, ოღონდ ვურეკავ, როგორც „ვერსიის“ ჟურნალისტი და არასდროს შემიხსენებია, რომ წლების წინ, როდესაც ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარი იყო, მე მისი ერთ-ერთი, რიგითი მრევლი ვიყავი. მეხმარება, როგორც შეუძლია, როგორც სჩვევია ხოლმე
ძალიან კარგი ეთერი აქვს გიორგი გაბუნიას, მაგრამ საკმაოდ ძლიერი რესპოდენტი აღმოჩნდა მამა გიორგი. 
თუმცა კარგი იქნებოდა, იგივე რიხით მეუფე პეტრესთანაც გაეგრძელებინა ინტერვიუ, მით უმეტეს, რომ სჯულის კანონის მიხედვით, ეს საკითხები სინოდის სხდომაზე ყოფილა განსახილველი.
პ.ს. ღმერთო, შენ დაიფარე სრულიად საქართველოს კათალიკოსი!“ _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი – მაია მიშელაძე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *