რას წერენ სოციალურ ქსელში კომპეტენტური ადამიანები სასამართლო პროცესზე, რომელზეც სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის, 19 წლის მწყემსის თავისუფლების აღკვეთის  საკითხს განიხილავდნენ.

Beatle Oman
,,ვესწრები სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის პროცესს. ბევრი საინტერესო და ჩემთვის აქამდე უცნობი დეტალი გამოიკვეთა:

1) ბრალდებას არ აქვს არც ერთი მტკიცებულება, გარდა ბრალდებულის მიერ ადვოკატების საქმეში ჩართვამდე მიცემული ჩვენებისა.

2) როგორც ჩანს (არც ბრალდება უარყოფს), გარდა საჯაროდ ცნობილი გარემოებებისა, ბრალდებულმა სხვა ინფორმაციაც მიაწოდა გამოძიებას, რაც დაკითხვის ოქმებში საერთოდ არ დევს.

3) მოტივი, რაც ბრალდებამ დაასახელა მკვლელობის მიზეზად, იმდენად აბსურდულია, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს (რაიანმა შენიშვნა მისცა თოფი ფრთხილად დაიჭირეო და ბრალდებული იმდენად განრისხდა, რომ მამის და შვილის მოკვლის განზრახვა გაუჩნდა).

4) ბრალდებული არ აღიარებს ბრალს.

პ.ს. პროკურორმა განაცხადა, რომ აშშ-ს მოქალაქეების მკვლელობის საქმე მათთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულა.

დარეჯან მეფარიშვილი, ჟურნალისტი:

პროკურორი, (დღეის მდგომარეობით): ,,რაიან მაიკლ სმიტმა მალხაზ კობაურს სთხოვა ეჩვენებინა ჩანჩქერი, ვინაიდან ის ოჯახთან ერთად ტურისტული მიზნით იყო ასული ხადას ხეობაში. კობაური დათანხმდა და გაყვა მათ. ერთ-ერთი შეჩერებისას რაიან მაიკლ სმიტმა მას იარაღის დაუდევრად მოხმარების გამო შენიშვნა მისცა, რაზეც მალხაზ კობაური განაწყენდა და მისი მოკვლა გადაწყვიტა. კობაურმა სანადირო თოფი შემართა და 4 წლის შვილის თანდასწრებით, დამიზნებით ესროლა რაიან მაიკლ სმიტს ზურგის არეში, რის შემდეგაც ის დაეცა. კობაურმა განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, შემდეგ დამიზნებით ესროლა თავში რაიან მაიკლ სმიტს და მოკლა. ამავდროულად, ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, გადაწყვიტა ლორა სმიტის და მისი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაც. მან თოფიდან ამოიღო გასროლილი მასრები და ჩაალაგა საბრძოლო ვაზნები. ლორა სმიტი გაიქცა თავის გადასარჩენად, რა დროსაც გადავარდა სიმაღლიდან და გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ მალხაზ კობაურმა თოფით თავის არეში ესროლა მცირეწლოვან ბავშვს, რის შემდეგაც ის ადგილზევე გარდაიცვალა.

ამის შემდეგ კობაურმა გასროლილი მასრები მდინარეში გადაყარა. შემდეგ რაიან მაიკლ სმიტის ცხედარი გადააგდო მდინარეში და შემდეგ მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი სხვა ნივთებთან ერთად გადააგდო თოვლის ზვავის შედეგად ბუნებრივად წარმოშობილ ქვაბულში. ამის შემდეგ მალხაზ კობაურმა დატოვა შემთხვევის ადგილი და დანაშაულის იარაღი – თოფი გადამალა დუშეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში“, – განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

ტარიელ კაკაბაძე, ადვოკატი:

,,ბევრი ამბობს, თუ ოჯახი სხვებმა ამოწყვიტეს, თვითმხილველი მოწმე- მწყემსი ცოცხალი როგორ დატოვესო. მოდი სხვანაირად დავსვათ საკითხი- იქნებ, მწყემსი სწორედ იმიტომ დატოვეს ცოცხალი, რომ მას დაბრალებოდა მკვლელობა. მოკლედ, საჭიროა საქმის ეფექტური და ყოველმხრივი გამოძიება, რომ დადგინდეს რ ე ა ლ უ რ ი დამნაშავე.

გიორგი ტურაზაშვილი, ადვოკატი:

,,მოსამართლე ეკითხება წარდგენილ ბრალდების შესახებ პოზიციას ბრალდებულს, რომელიც იწყებს საუბარს ასეთ მნიშვნელოვან და მძიმე საქმეზე და აჩერებს, არ აინტერესებს მოსამართლეს რა დამოკიდებულება აქვს ბრალდებულს.
ვწუხვარ, რომ ეს მოსამართლე ფორმალობას ,,აგროვებს” და საერთოდ არ აინტერესებს ბრალდებულის პიროვნება.

სამოსამართლეო პროფესიის არაკომპეტენტური გამოხატულება, რაც აზიანებს სასამართლოსადმი ნდობას…”

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი