“ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მიმაჩნია მართლმსაჯულების ძალიან მოძველებულ, დრომოჭმულ მოდელად, იმ პერიოდის გადმონაშთად, როდესაც ნივთიერი მტკიცებულებების ლაბორატორიული კვლევები არ ტარდებოდა და ადამიანების ჯგუფი ემოციების დონეზე და ჯგუფური პასუხისმგებლობის საფუძველზე იღებდა გადაწყვეტილებას.
-იურისტებო! კანონმდებლებო! როგორ შეიძლება, დნმ-ის ხანაში, ვერდიქტი ემოციებზე იყოს აგებული?
-ასევე არ მესმის რატომ დგება საკითხი საქართველოს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევაზე. მავანს მიაჩნია, რომ ბნელია ხალხი, წერა-კითხვის უცოდინარი და სხვას უნდა “მიანდოს” თავისი არჩევანი?! ამ ტიპის არჩევნები ხომ მართლაც იმის გამო ტარდებოდა, რომ გაუნათლებელი და წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანები მათთვის სანდო განათლებულს პირს მიანდობდნენ თავის არჩევანს?
-ბარემ საპარლამენტო არჩევნებშიც “ამოვაგდოთ” მოსახლეობა! ხო, ეგზიტპოლების ციებ-ცხელებაც დაგვავიწყდება.
ჰამურაბის კანონების ადაპტირებულ ვარიანტზეც ხომ არ გვეფიქრა, ბარემ, ერთან პაკეტში?” _ წერს დამოუკიდებელი ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი