აშშ-ს უსაფრთხოების სამინისტროს ინფორმაციით, რომელსაც  Reuters ავრცელებს, ამერიკის პრეზიდენტის შეზღუდვა, რომელიც 7 მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებს ეხებათ, გავრცელდება ე.წ. Green Card-ზეც.

“ის ქვეყანაში შემოსვლას Green Card-ის მფლობელებსაც უკრძალავს”, – ასე უპასუხა უწყების წარმომადგენელმა ჯილიან კრისტენსენმა სააგენტოს შეკითხვას.

პარასკევს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც 120 დღით წყვეტს დევნილების აშშ-ში მიღებას, კრძალავს სირიიდან დევნილების განუსაზღვრელი ვადით ყოფნას და ამკაცრებს აშშ-ში შემოსვლის ზოგიერთ წესს, ასევე 90 დღით აჩერებს ქვეყანაში რამდენიმე მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეების შესვლას.

სააგენტოს ცნობით, განკარგულების ფორმულირებების მიხედვით, ლაპარაკია ქვეყანაში შესვლის დროებით შეზღუდვებზე ერაყის, ირანის, სირიის, სუდანის, იემენის, ლიბიის და სომალის მოქალაქეებისათვის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი