საზოგადოება

,,ის სტიპენდიები იმისთვის რიგდება, რომ მხოლოდ ის ილაპარაკონ, რაც ზეკაცს უნდა”

ირაკლი ჟვანია, მოქანდაკე:

_ ერთადერთი კაცი 4000 “სტიპენდიანტში”, 81 წლის, ეტლში მჯდომი, რომელსაც არ შეეშინდა ეთქვა ის, რასაც ფიქრობდა და დაეკარგა ის სტიპენდია თუ რაც ქვია იმ შინდლერის სიის წევრობას…ეთქვა თუნდაც ცუდი ფორმით თუ რაცაა, დანარჩებები ხომ სულ ექვთიმეები არიან ამ ქვეყანაში…
ის სტიპენდიებიც ხომ იმისთვის რიგდება სწორედ, რომ ენა გააჩეროს ყველამ და მხოლოდ ის ილაპარაკონ, რაც ზეკაცს უნდა.
ყოველთვის ეგეთი იყო გიორგი. უნიჭიერესი. ჯიგარი. ცოტა უზრდელური, მაგრამ რომ უხდება ისეთი. რასაც ფიქრობდა იმას იღებდა და ამბობდა. სხვებისგან განსხვავებით. მართლა ეგეთია. დიღომში დაჯდება, მეზობლის პურს გატეხს და იმ სტიპენდიას სახეში მიუგდებს ვინც არ მოწონს. იმ 4000_ში ასევე ფიქრობს 3500, მაგრამ არავინ ხმას არ იღებს, ვალში არიან ზეკაცთან და თვის ბოლოს დენის ფული სჭირდებათ. ამიტომ ჩუმად არიან სამარცხვინოდ. იმ 4000 კაციდან რამდენს იგივე გითქვიათ პირად საუბრებში რაც გიორგიმ თქვა, სულ თქვენს ჯანში იყოს.
 ჯერ ეს რა უბედურებაა ხალხში 4000 კაცი გამოარჩიო და ფული უხადო, იმ დანარჩენ ადამიანებს რომ ამით თავზე უშვები ხომ უნდა მიხვდე? სახელმწიფო რომ აძლევდეს დამსახურებისთვის სხვაა, ერთი კაცი? ანუ თუ მაგ სიაში არა ვართ ბევრნი ესე იგი ვერ მუვწვდით ნიჭის სიმაღლეებს? შაყირია და მეტი არაფერი… ყველა ჩუმადაა სწორედ მაგიტომ, რომ ბიძინას დარმავოი ფული დაერიცხოთ ბარათზე და არაფერი აკეთონ…. გენერალი კვინიტაძე პარიზში ვეკოსიპედით მაწონს დაატარებდა. ამან დიღმის პომიდორი და სიმართლე არჩია, როგორიც იყო ყოველთვის.

 როდესაც რაიმე ხდება, მხოლოდ სულელი აფასებს ფაქტს იმწუთიერი ემოციით, არადა დრო ყველაფერს თვითონ ალაგებს. მოვა დრო და მისი ეს პროტესტი მიემატება მის უდიდეს შემოქმედებით გამარჯვებებს.
გიორგიმ თქვა ის, რასაც ამბობს დღეს ყველა საქართველოში. რომ ერთი კაცის ხუშტურზე ერი არ უნდა ცხოვრობდეს.
ბავშვობიდან სულ მიყვარდა ეს კაცი, როდესაც ნიკუშასთან მივდიოდით, იმიტომ, რომ სულ ვგრძნობდი რომ არ ტყუოდა არასდროს და არსად. მაგრად იყავი, ძია გიორგი.

შეგახსენებთ, რომ კინორეჟისორი გიორგი შენგელაია საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრს, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელს და თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს და ამბობს, რომ „ძალიან ცუდია, რომ ის ერთი კაცი მართავს ყველაფერს“.

„ძალიან ცუდი მთავრობაა ახლა და ძალიან ცუდია, რომ ის ერთი კაცი მართავს ყველაფერს. მიტინგები უნდა განახლდეს, აუცილებლად უნდა განახლდეს.. ეს რაც ხდება და მოხდება კიდევ, მოხდება თუ არ გაიღვიძებთ… პაზორნი ხალხია ესენი, პაზორნი… ისეთი ხიტრი იმერელია, რომ ყველაფერს მოგატყუებს რაა. ერთ ტრუპკაში რეკავს ერთს ლაპარაკობს, მეორე ტრუპკაში რეკავს მეორეს ლაპარაკობს.

ჩემ ძმას 5000 ლარი დაუნიშნა სტიპენდია, მე 3000, ასეთი რამე წარმოგიდგენიათ? უსწავლელი კაცია… მილიონ ნახევარი იყო სტავკა, რომ აი ესეთი ბზარები დაეწყო ჩვენს შორის“,- ეს არის ფრაგმენტები ცნობილი კინორეჟისორის ინტერვიუდან, რომელიც მან „რუსთავი 2“-ს მისცა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close