,,მე ერთი რამე ვიცი, აი ამ ფასად, როცა ყველაფერზე ხელს აწერ უფრო მეტი და მეტი ფულის მისათვისებლად, მიდიხარ უბინძურეს პოლიტიკურ თამაშში, ფაბრიკაციებზე, ცილისწამებებზე
…. არა, ამ ფასად არაფერი მიღირს და არაფერი არ მინდა, არც პარლამენტის წევრობა , არც რამე სახელმწიფო სამსახური, არც ამ გზით ნაშოვნი ფული არც ერთი თეთრი და საერთოდ არაფერი. ასეთ ხალხთან ურთიერთობაც არ მინდა საერთოდ. სიცოცხლეს შეგაზიზღებენ ეს ნაძირლები.
ის, რაც დღეს ვნახე და მოვისმინე, არის ჩვეულებრივი სითახსირე. აქ სირცხვილზე საუბარი საერთოდ ზედმეტია. იმედი მაქვს, პატიოსანი ბიზნესმენები მაინც ამოიღებთ ხმას ამ თეატრის გამოსააშკარავებლად. თქვენ მაინც ხომ იცით, რომ დღეს , როგორც არასდროს, ისე ხართ ხელშეუხებლები ყოველგვარი შევიწროებისგან და სარგებლობთ მაქსიმალური ხელშეწყობით.
ეს ხომ ყველაფერი წინასაარჩევნო მასკარადია …” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პარლამენტის წევრი, ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა რუსთავი 2-ს სკანდალური ინტერვიუ მისცა და ქართული ოცნების ხელისუფლება ბიზნესმენების დაყაჩაღებაში ამხილა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი