გაერო-ს ინფორმაციით, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ერაყის ქალაქ მოსულში კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა და გენოციდი განახორციელა.

საერთაშორისო ორგანიზაცია ერაყის ხელისუფლებას გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯიჰადისტები საერთაშორისო დანაშაულს მოსულის გათავისუფლების 9 თვიანი ოპერაციის დროს სჩადიოდნენ.

გაერო-ს მოხსენება საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, რომ გენოციდსა და ომის დანაშაულში მონაწილე ადამიანებმა პასუხი აგონ.

ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი მოსული ჯიჰადისტების კონტროლისგან მიმდინარე წლის ივლისში გათავისუფლდა. ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა მოსული 2014 წელს დაიკავეს.

გაერო-ს მონაცემებით, კონფლიქტის დაწყების შემდეგ საცხოვრებელი მოსულის 700 ათასამდე მცხოვრებმა დატოვა.

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი