All for Joomla All for Webmasters
მთავარი მსოფლიო “ისინი ნორმალურები არიან?”

“ისინი ნორმალურები არიან?”

თქვენმა კონგრესმენებმა ერთ რიგში დაგვაყენეს ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან და ამავე დროს უბიძგებენ თქვენს პრეზიდენტს, რომ ჩვენთან ერთად ირანისა და ჩრდილოეთ კორეის პრობლემები მოაგვაროს, – ასე მიმართა ვლადიმერ პუტინმა ამერიკული სააგენტოს Associated Press-ის ჟურნალისტს, რომელმაც მას ჩრდილოეთ კორეის კრიზისის საკითხზე აშშ-თან თანამშრომლობის შესაძლებლობაზე ჰკითხა.

„თქვენმა კონგრესმენებმა ერთ რიგში დაგვაყენეს ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან და ამავე დროს უბიძგებენ თქვენს პრეზიდენტს, რომ ჩვენთან ერთად ირანისა და ჩრდილოეთ კორეის პრობლემები მოაგვაროს. ისინი ნორმალურები არიან? მგონი, ეს საღი გონების საზღვრებს ცდება“, – აღნიშნა პუტინმა.

პუტინის თქმით, რუსეთი ცდილობს, კონსტრუქციულად იმუშაოს ყველასთან საერთაშორისო უსაფრთხოების გლობალურ საკითხებზე. როგორც პუტინმა განაცხადა, მნიშვნელოვანია არ დავუშვათ ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ს შორის კონფლიქტი.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი