სამხედრო ექსპერტ ვახტან მაისაიასთან ეს ინტერვიუ ჯერ კიდევ 2015 წლუს 31 მარტს ჩავწერეთ. მაშინ, ბატონი ვახტანგი ისლამური ხალიფატის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე გვესაუბრა და გვითხრა, რომ ამ განცხადებაში

კავკასია ნახსენებია სავარაუდო სამხედრო-დივერსიული დარტყმების ობიექტების _ეიფელის კოშკის, თეთრი სახლის და ბიგ-ბენის პარალელურად. როგორც ჩანს უახლოეს პერიოდში ამოქმედდება „ისლამური ხალიფატის“ მიერ დაგებული „ნაღმები“ არა მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიაში, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონშიცო.

  ვახტანგ მაისაია:

_ „ისლამური ხალიფატის“ მაღალმა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ, სადაც გაერთიანებულია რვა სამხედრო ამირა და პოლიტიკური უმაღლესი დონის ალიმი (აქვე მოიაზრება ხალიფატის უმაღლესი ლიდერი – ხალიფა აბუ ბაკრ ალ-ბაღდადი) გააკეთა სპეციალური განცხადება, რომელიც ხორციელდება 2-3 თვეში ერთხელ, ხალიფატის პრეს-სპიკერის და ამავე დროს საინფორმაციო პროპაგანდის სამინისტროს ხელმძღვანელის, შეიხ მუჰამედ ალ-ადნანის მეშვეობით, რომელიც გავრცელდა ინგლისურ ენაზე და ეს არის სპეციალური ფორმა, მთავარი მოწინააღმდეგის, გაერთიანებული დასავლეთის მისამართით. ამ განცხადების შინაარსი არის ძალიან აგრესიული. ძალიან საინტერესოა ერთი პასაჟი ამ მიმართვიდან: „O Crusaders, if you are betting on Salahuddīn, hoping for Mosul, dreaming of Sinjār, al-Hawl, Tikrīt, or al-Hawījah, or dreaming of Mayādīn, Jarābulus, al-Karmah, Tal Abyad, al-Qā’im, or Darnah, or dreaming of capturing a forest in the jungles of Nigeria or capturing nests of wild plants in the desert of Sinai, then know that we want Paris – by Allah’s permission – before Rome and before Spain, after we blacken your lives and destroy the White House, the Big Ben, and the Eifel Tower, by Allah’s permission, just as we destroyed the palace of Chosroes before. We want Kabul, Karachi, the Caucasus, Qom, Riyadh, and Tehran. We want Baghdad, Damascus, Jerusalem, Cairo, Sanaa, Doha, Abu Dhabi, and Amman. The Muslims will return to mastership and leadership in every place. Here is Dābiq, Ghouta, and Jerusalem. There is Rome. We will enter it and this is not a lie. It is the promise of the truthful and trustworthy (blessings and peace be upon him)“

აქ უკვე პირდაპირ არის ნახსენები კავკასიის სივრცე, არა ჩრდილოეთ კავკასია ან სამხრეთ კავკასია, არამედ მთლიანად კავკასიის გეოპოლიტიკური სივრცე და აღნიშნულია უშუალოდ გეოსტრატეგიული არეალის კონტექსტში. აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კავკასია ნახსენებია სავარაუდო სამხედრო-დივერსიული დარტყმების ობიექტების _ეიფელის კოშკის, თეთრი სახლის და ბიგ-ბენის პარალელურად. როგორც ჩანს უახლოეს პერიოდში ამოქმედდება „ისლამური ხალიფატის“ მიერ დაგებული „ნაღმები“ არა მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიაში, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონშიც.

isis-greece-balkans-cyprus-muslims-maps-halifat-islam-coran-q

ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი ისლამისტური დაჯგუფებების 70% გადასულია უშუალო ხალიფატის გაერთიანებული სამხედრო შურის განკარგულებაში და უმაღლესი ოპერატიული-სამხედრო სარდლობისგან ღებულობს ბრძანებებს, მათ შორის აბუ ომარ ალ-შიშანისაგან. გარდა ამისა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედებს იატაკქვეშა ხალიფატის დაქვემდებარებაში მყოფი 50 კაციანი „ჯამაათი“ – „კავკაზ“, რომელიც დაკომპლექტებულია სირიიდან გამოსული მუჰაჯირებისგან, ანუ ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლებისგან, რომლებიც ლტოლვილთა ნაკადის ფარგლებში ჩავიდნენ სოხუმში. საქართველოში უშუალოდ ხალიფატის დაქვემდებარებაში მყოფი მომხრეების საერთო რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 200-300 მუჯაჰედინს, რომლებიც გადასულები არიან არალეგალურ მდგომარეობაში და ასრულებენ ე.წ. „პასიურ“ მხარდამჭერთა ფუნქციებს, რომელთა ძირითადი ამოცანებია: _ ახალი წევრების რეკრუტირება. _ „შესაწირის“ შეგროვება ჯიჰადისთვის. _ მეგზურობა ახლო აღმოსავლეთის წამსვლელელებისთვის და როტაციული წესით დაბრუნებული მუჯაჰედინების სოციალური და ეკონომიკური უზრუნველყოფა, მათ შორის დოკუმენტაციითაც. _ კოორდინაციის განხორციელება სხვა ანალოგიური სახის ქსელებთან აზერბაიჯანსა და ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონების სუბიექტებში როგორც ერთ-ერთი ფაქტორი რუსული სამხედრო მანქანის ამოქმედებისა.

ამას თან ერთვის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს სასწრაფო ვიზიტი ჩრდილოეთ კავკასიაში, როსტოვში და სამხედრო ოპერატიულ-სტრატეგიული სარდლობის მიერ „სამხრეთის“ 58-ე და 49-ე არმიების მოყვანა სრულ საბრძოლო მზადყოფნაში და მათი ნაწილების ინსპექტირება. აღნიშნული დროსა და სივრცეში ემთხვევა ალ-ადნანის მიერ გამოთქმულ განცხადებას.

ამის პარალელურად რუსულ ელექტრონულ პრესაში უკვე ატეხილია დიდი აჟიოტაჟი აღნიშნული საკითხის ირგვლივ. ირანის ფარნას სააგენტო სირიელი გენერლის ვალიდ აბაზზე დაყრდნობით (წარმოშობით იგი არის ადიღეელი) და აზერბაიჯანელი პოლიტოლოგის ინფორმაციით ამბობს, რომ პანკისში მოქმედებს „ისლამური ხალიფატის“ სამხედრო საწვრთნელი ბაზა, სადაც მზადდებიან ისლამისტი მებრძოლები ახლო აღმოსავლეთის ფრონტისთვის.

აღნიშნული ასევე საეჭვოდ დაემთხვა სწორედ რუსეთის ჩრდილოკავკასიური სამხედრო ფორმირებების ოპერატიულ გააქტიურებას რეგიონში, მათ შორის ოკუპირებული რეგიონების ფარგლებში. ერთი პერიოდი ისლმისტური ხალიფატის ქართული საიტებიც გამოჩნდა, მაგრამ მალევე გაქრა. თუ ხალიფატი საქართველოში მოახერხებს დაჯგუფების შექმნას, ისინი იმოქმედებენ „ჩამქრალი ვულკანის“ პრინციპით, ანუ როცა დასჭირდებათ, ან „ზემოდან“ ბრძანებას მიიღებენ, ამოქმედდებიან. ხალიფატს საქართველო სჭირდება როგორც სატრანზიტო კორიდორი, თავის მომხრე დაჯგუფებებს ჩრდილო კავკასიაში შეიარაღება და ფული რომ მიაწოდოს. ასევე განახორციელოს მებრძოლების როტაცია. საინტერესოა ისიც, რომ „არენაზე“ უკვე გამოჩნდა ახმედ ჩატაევიც, რომელმაც მიმართა კავკასიის სახელმწიფო ემირატის მებრძოლებს, რომ გადავიდნენ ისლამური ხალიფატის რიგებში.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ჩრდილოკავკასიური მიმართულების ისლამური ხალიფატის კოორდინატორის, ახმედ ჩატაევის სამწუთიან ვიდეომიმართვაში ნათქვამია:

“მიინდა სალამი გადავცე დაღესტნის ვილაიეთში მებრძოლ ჩვენს მოჯაჰედ ძმებს, რომლებმაც ერთგულების ფიცი დადეს. სალამი და ალაჰის წყალობა მათ მეთაურს, აბუ მუჰამედ კუდარელს. ამ ამბავმა ჩვენ ძლიერ გაგვახარა. მე მოვუწოდებ ჩვენს დანარჩენ ძმებს – შემოგვიერთდით, გავზარდოთ ხალიფატის ტერიტორია და ისლამის რელიგია. დავდგეთ ერთი დროშის ქვეშ.“

ისინი იატაკქვეშეთიდან მაშინ ამოვლენ და მოქმედებას დაიწყებენ, როცა ვთქვათ მათთვის სატრანზიტო კორიდორის გადაკეტვა მოხდება, ან მათ ტვირთს რაიმე საფრთხე დაემუქრება და ა.შ. საკუთარი მიზნების განხორციელებაში ხელს ვინც შეუშლის, მათ მიმართ გადავლენ აქტიურ ქმედებაზე. ამიტომ ვამბობ, რომ მათი გააქტიურება საქართველოში ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას, რადგან მერე პროცესების დარეგულირება რთული იქნება. მით უფრო, რომ კავკასიის რეგიონი ისლამური ხალიფატის გეოსტრატეგიულ სფეროშია მოქცეული და სპეციალური რუკებიც უკვე დაიბეჭდა. მათ კონსტიტუცია და სამხედრო დოქტრინაც მიიღეს და იქ პირდაპირ წერია, რომ კავკასიაში გავლენები აუცილებლად უნდა ჰქონდეთ.

ყურადღების გარეშე ამისი დატოვება არ შეიძლება. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს ძალა დაიბლოკოს და არ მიეცეს საშუალება, საქართველო გაიხადოს პლაცდარმად.

რეზიუმე: როგორც ჩანს უახლოეს პერიოდში დაიწყება ამ იატკქვეშეთის გააქტიურება მთელი რეგიონის ფარგლებში, რადგანაც უკვე ოფიციალურად დეკლარირებულია „განსაკუთრებული სამოქმედო ზონები“ (მათ შორის კავკასის გეოსტრატეგიული რეგიონი), სადაც უნდა გავრცელდეს ხალიფატის მიერ გამოცხადებული გლობალური ჯიჰადი. ამ რეგიონებს შორის საქართველოცაა (იმედია ვცდები). აღნიშნული თარიღი შეიძლება იყოს მაქსიმუმ 2-დან 3 თვე.

კომენტარები
Загрузка...