,,რა ეშველება ამ ქვეყანას. ხახვზე გაყიდული ამომრჩეველი მართლაც სასტიკად გაჭირვებულია (თუმცა ეს არ ამართლებთ), მაგრამ კარგად ნაჭამ-ნასვამი ვაიპოლიტიკოსნიც რომ წინ და უკან ვაჭრობენ ეს უკვე ტრაგედიაა.

აი, ახლაც ვუსმენ უაზრო, ბიძინისტ ვინმე ადვოკატ შავგულიძეს, კრემლის აგენტ ზაქარეიშვილს და სხვებს, რომლებიც საგულდაგულოდ ემიჯნებიან ოპოზიციის გუშინდელ შეხვედრას სადაც ისინი იქ არავის მოუწვევია.გასაგებია რომ ფულის გამორთმევაზე სიგნალს აძლევთ ბიძინას, მაგრამ ისე ნუ იზამთ, გარეთ ცხვირი არ გამოგეყოფოდეთ.”- განაცხადა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა.

თიკა ბაბალაშვილი

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი