ბაღებში, სკოლებსა და სასტუმროებში, ასევე ისეთ ადგილებში, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს, სახანძრო სისტემების მონიტორინგი დაიწყება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“აუცილებლად უნდა დავიწყოთ არსებული შენობა-ნაგებობების მონიტორინგი ამ მიმართულებით, აღრიცხვა თუ გნებავთ, განსაკუთრებით ეს ეხება საბავშვო ბაღებს, სკოლებს, სასტუმროებს და ისეთ შენობებს, სადაც ერთდროულად ბევრი ადამიანი იყრის თავს. ასევე, უნდა ინახოს, რამდენად უზრუნველყოფილია ადამიანების თავისუფალი მოძრაობა ასეთი ტიპის საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში. მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში ჩავატაროთ სამუშაო, თუ რა არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით.
თქვენ იცით, რომ მომავალი წლისთვის საგანგებო სიტუაციებისთვის და შესაბამისი სამსახურებისთვის 20 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული და, რა თქმა უნდა, მათი აღჭურვაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენ მაქსიმალურად ეფექტური ვიყოთ ხოლმე ასეთ სიტუაციებში. 2015 წელს პირველად გავამკაცრეთ რეგულაციები სახანძრო უსაფრთოების მიმართულებით და 2016 წელს ასევე მივიღეთ დადგენილება ამ მიმართულებით. მე მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ზედმიწევნით შევასრულოთ ის მოთხოვნები, რომელიც გაწერილია შესაბამის ნორმატიულ აქტებში” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი