,,თეთრ ცხენზე” _ მაღალ თანამდებობაზე რომ იჯდა ეკა ბესელია და გავლენები ჰქონდა, მაშინ რომ გაეპროტესტებინა სხვების პირადი ცხოვრების კადრების ტრიალი და დამნაშავეები დასჯილიყვნენ, შეიძლება, ეს ჭაობი და წუნწუხი არ გაგრძელებულიყო.

ამ დღეებში გამოჩნდა, რომ ისეთ მძიმე მდგომარეობაშია სახელისუფლებო პარტია, ისეთი მწვავე ბრძოლაა გავლენებისთვის, რომ თავისიანსაც არ ინდობენ ასეთი სიბინძურისთვის. ყველა პოლიტიკოსმა და არაპოლიტიკოსმა უნდა აგოს პასუხი იმისთვის, რაც ჩვენს ხალხს და ქვეყანას დამართეს, ოღონდ არა ასე ბინძური, იაფფასიანი, უკანონო მეთოდით, არამედ სამართლიანი სასამართლოთი. პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და მისით აპელირებას – ჩაწერას და გამოქვეყნებას მხოლოდ სულმდაბალი, მზაკვარი, ბოროტმოქმედი ადამიანები და ხელისუფლებები აკეთებენ, ყველას და ყველაფრის კონტროლი რომ უნდათ, დემოკრატიის ფასადით და ავტორიტარის ჯოხით. თუნდაც ამიტომ უნდა გააპროტესტო უკანონობა და უსამართლობა, რომ ხვალ შენ არ დაგატყდეს” _ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი, ნინო მეტრეველი.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი