„განსაცდელის დაძლევა სიმშვიდით და მიუკერძოებელი განსჯითაა შესაძლებელი. ჩვენი ქვეყანა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დიდი განსაცდელის წინაშე დგას, საინფორმაციო საშუალებები-ტელევიზია, ჟურნალ-გაზეთები, ინტერნეტ-სივრცე ოცდაოთხსაათიანი რეჟიმით საეკლესიო თემატიკით იწყებენ და ამთავრებენ. საოცარია ის,რომ ისეთი ადამიანები „გულშემატკივრობენ” ეკლესიას, რომელნიც არასოდეს გამოირჩეოდნენ მისი სიყვარულით…
დღეს,როგორც არასდროს ჩვენ საზოგადოებას, სასულიერო დასს, მაღალერარქებს ჰმართებთ ცივი გონებითა და პირუთვნელობით ეძებონ შექმნილი რთული ვითარებიდან გამოსავალი. ის, რაც სამართალდამცავი უწყებების გამოსაძიებელია, მათ მივანდოთ, ხოლო რაც თითოეული ჩვენგანის საქმეა, ჩვენ გავაკეთოთ.
ყველანი შეწუხებულნი ვართ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს-კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ღვთის შეწევნით და გერმანელი ექიმების მაღალი პროფესიონალიზმის წყალობით ყველაფერი კარგად დამთავრდა. ახლა მთავარია, რეაბილიტაციის პერიოდი.
ჩვენ კი, ჩვენს ამაგდარ პატრიარქს ისეთ ვითარებას ვახვედრებთ სამშობლოში, რომ კიდევ უფრო ვუმძიმებთ ჯანმრთელობას. თუ მართლა გვაღელვებს ეკლესიის მომავალი, ეკლესიაში არსებული პრობლემების გადაწყვეტა პატრიარქს, წმიდა სინოდს მივანდოთ…
მეგობრებო, დავიცხროთ ემოციები,შევინარჩუნოთ სიმშვიდე,დაველოდოთ ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობლის სამშობლოში დაბრუნებას,მას არაეთხელ მოუცია ჩვენთვის დიდი პრობლემების ღირსეულად გადაწყვეტის მაგალითი, დარწმუნებული ვარ ახლაც ასე იქნება“ _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ისტორიკოსი, პროფესორი – სერგო ვარდოსანიძე.

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი