Home საზოგადოება ირმა ინაშვილი შ.ს. სამინისტროს მიმართავს და ინტერნეტსივრციდან კლიპის მოხსნას ითხოვს

ირმა ინაშვილი შ.ს. სამინისტროს მიმართავს და ინტერნეტსივრციდან კლიპის მოხსნას ითხოვს

23 second read
0
18

“New Studio სარეკლამო კლიპებს ამზადებს. მის დამკვეთთა შორის არა მარტო კერძო ბიზნესი, არამედ სახელმწიფო სტრუქტურებიცაა. კლიპი ე.წ. ბოროტ თოვლის ბაბუაზე, რომელიც კეთილ სანტას ფიზიკურად უსწორდება, შეურაცხყოფას აყენებს არა მარტო ჩვენს ეროვნულ ტრადიციებს, არამედ მავნე ზემოქმედებას ახდენს ადამიანთა (ბავშვების) ცნობიერებაზე და ღია პროპაგანდას უწევს ძალადობას. მიზანმიმართულად აღვივებს ნეგატიურ განწყობას ჩვენი ეროვნული პერსონაჟის- თოვლის ბაბუის მიმართ.

მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს, სასწრაფოდ მოახდინოს რეაგირება და ხსენებული კლიპი მოხსნას ინტერნეტსივრციდან. იმოქმედონ კანონის შესაბამისად.

მივმართავ სახელმწიფო სტრუქტურებს,- შეუწყვიტონ ყოველგვარი დაფინანსება New Studio-ს!” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პარლამენტის ვიცე სპიკერი, ირმა ინაშვილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In საზოგადოება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *