,,მთელი ღამის განმავლობაში მოთმინებით ვკითხულობდი ჩვენი პარტიის ანალიტიკური პროექტის ყოფილი თანამშრომლის ( ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, ვიდრე პროექტი დაიხურებოდა) ირაკლი ლატარიას კომენტარებს. მეგონა, რომ ცხოვრებაში ბევრი რამ მქონდა ნანახი და მოსმენილი… მეგონა, რომ წლების მანძილზე გადატანილი უამრავი ცილისწამების შემდეგ, ვეღარაფერი გამაკვირვებდა და მატკენდა გულს, მაგრამ ეს ყველაფერი გუშინდელ დღემდე მეგონა… ჩემთვის სრულიად აუხსნელი და გაუგებარია, თუ ლატარიას ვინმე შვილის მოკვლით ემუქრებოდა…. თუ ემუქრებოდნენ გაუპატიურებით… მეუღლის სიცოცხლის ხელყოფით…კიდევ ათასი უბედურებით, რაც უსინდისო ცილისწამებაა… ამ 9 თვის განმავლობაში ეს მე მაინც რატომ არ მითხრა… მე ხომ საკუთარი შვილის ნათლიობა მანდო?!… ამ შვილის უსაფრთხოება რატომ ვეღარ მანდო, როგორც ქალს… როგორც ორი შვილის დედას… როგორც მის მეჯვარეს… როგორც მისი შვილის მომავალ ნათლიას?!… რა გულმა მოუთმინა, რომ ყველა მისმა მეგობარმა იცოდა, თურმე, რომ შიშში ცხოვრობდა და ეს შიში მე არ გამანდო?! ეს ერთი, მთავარი კითხვა, რაც მე მაწუხებს და მაფიქრებინებს:
1. ირაკლი ლატარია არაა დამოუკიდებელი ამ ქმედებაში. ადგილი აქვს პოლიტიკურ დაკვეთას. ირაკლი ლატარიას აქეზებენ და აქეზებს ხელისუფლების რომელიღაცა ქვედა რგოლი, რომელიც არაა ჭკვიანი.
2. მუქარასთან, მისი ოჯახის ფიზიკურ განადგურებასთან დაკავშირებული განცხადებებიდან გამომდინარე, რაც ვიმეორებ, სრულიად გამორიცხულია ჩვენგან, ირაკლი ლატარია, რომელსაც კარგად ვიცნობ, ამ წუთებში არ ტოვებს ფსიქიკურად გაწონასწორებული ადამიანის შთაბეჭდილებას.
მე ვპირდები ლატარიას, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ჩვენგან არასდროს დაემუქრება და არც დამუქრებია… და მე ვიქნები პირველი, ვინც მას და მის ოჯახს დაიცავს. ამასთან, მე ვპირდები ირაკლი ლატარიას, რომ აქტიურად ვიმოქმედებთ სამართლებრივად, ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან… ჩვენი მხრიდანაც მივმართავთ პროკურატურას.

სწორედ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა კომენტარს ჯერ არ გავაკეთებ.

P.S. გუშინ სოციალურ ქსელში დაიდო ირაკლი ლატარიას უცნაური პოსტი, რომ მას საუკეთესო ძმაკაცები ჰყავს და ყველა სხვა ადამიანის ძმაკაცი უცენზურო სიტყვით იყო მოხსენიებული. ეს პოსტი ირაკლიმ მოგვიანებით წაშალა და ამ არც თუ ადეკვატური პოსტის შემდეგ, დაიწყო კომენტარების წერა, რომ მას და მის ოჯახს 9 თვის მანძილზე სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდნენ. ეს არ ჰგავს ირაკლი ლატარიას. ეს არ ჰგავს მოცემულობას, რომ ის მარტო მოქმედებს…ეს არ ჰგავს ზნეობრივ საქციელს, თუნდაც იმიტომ, რომ… ვიდრე ასეთი პოსტის გამოქვეყნებას გადაწყვეტდა, თავისუფლად შეეძლო ჩემთვის ეთქვა, რომ N- დანაშაულის დაფარვას აღარ აპირებს… პირდაპირ სოციალური ქსელიდან რომ არ დამლაპარაკებოდა.

და ბოლოს, ვინც ლომიასა და მერაბიშვილის რაღაცა გაუგებარ კავშირზე ლაპარაკობთ, ყველას მოგიწოდებთ სინდისს მოუხმოთ. არავითარი კავშირი ლომიას მერაბიშვილთან არ ჰქონია. სწორედ ლომიას წყალობით ზის მერაბიშვილი იქ, სადაც ახლა ზის… ” წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ირაკლი ლატარიამ საკუთარ ფეისბუქზე სკანდალური პოსტი დადო. ის პატრიოტთა ალიანსის სახელით თბილისის საკრებულოს წევრობისთვის იბრძოდა 2016 წელს, თუმცა, უშედეგოდ. დღეს ამბობს, რომ 2016 წლის ოქტომბრის ბოლოს ის მოიტაცეს და პატრიოტთა ალიანსის ოფისში სცემეს. ლატარია ხელს ლომიას ადებს.:

,,გამიტაცეს საკუთარი სახლიდან, მიმიყვანეს ოფისში, დამაბეს სკამზე, რამდენიმე საათი მცემდნენ კონდახებით, მაწამებდნენ, წყალიც კი არ დამალევინეს. როდესაც გონება დავკარგე, მხოლოდ შემდეგ ცოტა ხნით შემეშვნენ…”.  ,,1. ორსული მეუღლე მყავდა და მანქანით გავიტანთო, დამემუქრნენ, და მეორე მქონდა ირმა ინაშვილის იმედი, რომ ის მის დასჯას მოახერხებდა, თუმცა შევცდი”.

ირაკლი ლატარიამ  შესაბამისი საჩივრით პროკურატურასაც მიმართა. იგი ამბობს, რომ მიზეზი, რის გამოც ყოფილი თანაგუნდელი გაუსწორდა, პარტიის თავმჯდომარეს, დავით-თარხან მოურავს უკავშირდება. ლატარიას თქმით, პარტიაში გაღიზიანება მისმა ე.წ სქრინმა გამოიწვია ფეისბუკ-მიმოწერიდან, სადაც თარხან მოურავს აგინებდა. თუმცა, ლატარიას მტკიცებით, ეს სქრინი კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი და  სინამდვილეში არა პარტიის თავმჯდომარეს, არამედ მის ზოგიერთ კადრს აყენებდა შეურაცხყოფას.

ლატარია ამტკიცებს, რომ მისი ცემის შესახებ საქმის კურსში არიან ირმა ინაშვილიც და დავით თარხან-მოურავიც. მეტიც, პატრიოტთა ალიანსის ოფისიდან ცემის შემდეგ სწორედ მათი წყალობით დააღწია თავი.

,,ბოლოს თარხან-მოურავი და ირმა მოვიდნენ და მათ გამომიშვეს. თარხან-მოურავმა მითხრა, ბოდიში მოიხადეო, მოვიხადე ბოდიში და გამომიშვეს”.

 

ლატარია ამბობს, რომ იგი თავისი სიმართლის დამტკიცებას შეძლებს და აცხადებს, რომ გარკვეული მტკიცებულებებიც არსებობს: ფოტოები, სადაც მისი მდგომარეობა ჩანს ცემის შემდეგ, გამოძახებული სასწრაფო, მოწმეები, რომლებმაც ნახეს, თუ როგორ გამოიყურებოდა ის ოფისში მიყვანამდე და მის შემდეგ და ა.შ.

,,ჩემი გატაცებიდამ რამდენიმე დღეში დაწერილი პოსტი, მაგრამ არავის მიუქცევია ყურადღება. მე არ მინდა ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც პარლამენტში მხოლოდ იმიტომ შედიან, რომ დანაშაული დაფარონ და ხელი ვერავინ მოკიდოს. ერთხელ მაინც დაისაჯოს დეპუტატი, თორემ პარლამენტი დაემსგავსა ჯალათების თავშესაფარს!!!” _ აცხადებს ლატარია.

 

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი