რანის პარლამენტზე განხორციელებული თავდასხმის ერთ-ერთმა მონაწილემ პარლამენტის შენობაში თავი აიფეთქა. აღნიშნულის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო Press TV იუწყება.

როგორც ცნობილი გახდა, ოთხი შეიარაღებული პირი ადგილობრივი დროით 09:00 საათზე პარლამენტში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

ერთ-ერთმა თავდამსხმელმა პარლამენტის შენობის დატოვება შეძლო და მიმდებარე ქუჩაზე ცეცხლი გახსნა. კიდევ ერთი თავდამსხმელი დაკავებულია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, პარლამენტზე თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა.

პარლამენტზე თავდასხმის პარალელურად სამხრეთ თეირანში, იმამ ხომეინის მავზოლეუმზე მოხდა თავდასხმა. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტი ქალი იყო.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი