კონკურსს „მის მკერდი 2017“ სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. ყველაზე ხმაურიანი კონკურსის დასკვნითი ნაწილი გამოდგა. რადგან ჟიურის გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა. ფაქტობრივად ერთი საათის განმავლობაში ელოდნენ გოგონები განაჩენს. ხმაური ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი მასხულიამ გამოიწვია, რომელიც სანტიმეტრს ითხოვდა, იმისთვის, რომ გოგონების მკერდი გაეზომათ ჟიურის წევრებს. როგორც აღმოჩნდა, მას თავისი ფავორიტი ჰყავდა, თავისსავე სამოდელო სააგენტოს მოდელი, თამთა ჯობავა და ვინაიდან საბოლოოდ თამთამ გამარჯვება ვერ მოიპოვა, დიპლომი კამერების წინ დემონსტრაციულად დაწვა, გოგონას ხელი მოჰკიდა და სანამ „ვიცე მის მკერდის“ ტიტულსა და ლენტს მოარგებდნენ, დარბაზიდან დაცვის თანხლებით გაიყვანა. გამარჯვებული კი სოფი ახალაძე გახდა.

“პრაიმტაიმი”

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი