ირაკლი ჟვანია, მოქანდაკე:

_ ამ ბაბუს ცალი ფეხი არ აქვს, ხის მორი ჰქონდა მიმაგრებული ფეხზე კაპიტანი ფლინტივით, როდესაც ტრასაზე შემთხვევით მანქანიდან დაინახა ეს ბაბუ ჩვენმა უმაგრესმა მეგობარმა. ის სოფელი დაიმახსოვრა, მერე გამგებელი იპოვა, მერე ბაბუ იპოვა, თბილისში ჩამოიყვანა და საპროტეზო კლინიკაში მიიყვანა, პროტეზი უნდა ვაჩუქოო. კლინიკაში ექიმმა ასეთი საქციელი რომ ნახა, ფულს არ ავიღებო და ბაბუს პროტეზს ისე გავუკეთებ, ფულს არ გამოგართმევო, საერთო საჩუქარი იყოსო.
 მაგარი ქართველი კაცები.
ეს ბაბუს ფოტოა კლინიკის წინ გადაღებული, კაცი გაოგნებული იყო ასეთი ყურადღებით. იმ ჩემი მეგობრის ვინაობას ვერ ვამხელ, ვიცი ცოცხალი ვერ გადავურჩები ეს რომ გავაკეთო.

ესეც საქართველოა.

…….აწი ივლის ბაბუ გამართულად, მუდამ ემახსოვრებათ იმ სოფელში უფეხო ბაბუს ამბავი…

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი