“საგიჟეთის პალატიდან არ ვწერ, მეც აქა ვარ, თქვენთან. სულ მგონია, რომ მას მერე რაც თავისუფლება მოვინდომეთ, ვიღაცა თუ რაღაცა ძალამ, სადღაც ჩაიფიქრა-“დამაცადეთ, ეხლა გიტირებთ დედებსო”…
და გვიტირა. 90-ანებში თუ შუქის მოსვლა გვიხაროდა, ეხლა ადამიანის ცემა გვიხარია.  ხანდახან ჩემთვის მეფიქრება:-რა ჯანდაბა გვინდოდა?
ხუთწლედის გეგმა გადაჭარბებით თუ ვერ სრულდებოდა, მერე რაა,
დასაბმელი გიჟები მაინც არ ვიყავით. ეს ჩვენი კაცებიც ეზოებში ჩხუბობდნენ, სტატუსებს ხო არ წერდნენ კაცოო? რავალია ჰაა?შემოხვალ და კაააი ბრგე კაცი წერილს უწერს სხვა კაცს:-“შენი დედაცო”…. ჯერ მოწუწუნე კაცის ჭკუაც ვატირე, და ახლა პოსტებში რომ ტირის და ქვემოთ, კომენტარებში ქალები რომ ამშვიდებენ!  და ქალებიი?? ანუ-ჩვენ? ახალ წლამდე ერთი საათით ადრე ქალი რომ ტრამპისა და პუტინის შედარებით დახასიათებას დაწერდა, ეგ საქართველო მინდოდა კაცოო?! ვაახ, არადა ვერც იქ ჩავრჩებოდით, ვერც აქ გავილაღეთ. რაღაცა ძალა ზემოდან გვაგიჟებს და ჩვენც, ჩვენივე ნებით ვგიჟდებით! ამას ეხლა გლობალიზაცია და დემოკრატია ქვია. (ესე უნდა დამეწერა ამ პოსტის თავზე ხოო? “თავს გრძნობს-დალოცვილად”. ვაი ჩვენს პატრონს…
P.S. პოსტი დაწერილია უძაღლო ქვეყანაში, სადაც გვარამიას აყეფებენ”. _ წერს ფეუსბიქის პირად გვერდზე – ნინო ახობაძე. 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი