,,გუშინ, თბილისის ლეიბორისტული პარტიის კანდიდატის გიორგი გუგავას არმიწვევით, ტელეკომპანია ,,იმედმა”არა მხოლოდ პოლიტიკური ამორალობა აჩვენა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პატარკაციშვილის ნალოლიავები ტელევიზია მისმა მოსისხლე მტერმა ივანიშვილმა ჩაიდო ჯიბეში, არამედ დაარღვია ორგანული და მაუწყებლობის შესახებ კანონი ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის თანასწორი და არადისკრიმინაციული გარემოს შექმნის შესახებ. საქართველოს საარჩევნო კოდექსი მუხლი 51 მუხლის მიხედვით, “საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს.” ხოლო მაუწყებლობის შესახებ კანონის 55_ მუხლით, “საერთო მაუწყებელმა მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში”.

იმედია, ამ ფაქტს უყურადღებოდ არ დატოვებენ ის უცხოური და ადგილობრივი ორგანიზაციები, ვინც საქართველოდი წინასაარჩევნო გარემოს აკვირდება” _ განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკურმა მდივანმა, ნინო მეტრეველმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი