პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა არჩილ  ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაში დახმარების თხოვნით რუსეთის ფედერაციის საბჭოს და სახელმწიფო სათათბიროს მიმართა.

შალვა ნათელაშვილი:

,,ჩემს მიერ რუსეთის ფედერაციის საბჭოს და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს გაეგზავნა მიმართვა, რათა მოსკოვმა მოახდინოს ზეწოლა ცხინვალის რეჟიმზე, სადისტურად მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით. არავის ეპარება ეჭვი, რომ ამ საკითხის გადაწვეტაც დამოკიდებულია მოსკოვზე, რომელმაც შექმნა საოკუპაციო რეჟიმი და რომელსაც შედეგად მოყვა ამდენი ვაება და უბედურება. იმედია, რუსეთის ხელისუფლება ერთხელ მაინც იქნება მართლმადიდებელი და იმ წესით და იმ დროში გადმოგვცემს დაღუპული ვაჟკაცის ცხედარს, როგორც ქრისტიანული ღირებულებები მოითხოვს.

მთლიანობაში, დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილის რეჟიმსაც ეკისრება. სწორედ ივანიშვილი იყო, როდესაც 2012 წელს შემოგვითვალა, რომ გაგებით შევხვდეთ კრიმინალს, ბორდელიზაციას, ოკუპაციის გაგრძელებას, შემოღობვას. მან გამოიყვანა სპეციალური დანიშნულების ნაწილი კონფლიქტის ზონიდან და გზა გაუხსნა ოკუპანტებს და შემომღობავებს. სწორედ ამას მოყვა ის პროცესები, რამაც შეიწირა ოთხოზორია, ტატუნაშვილი, ჩვენი სოფლები, მიწები და რამაც ჩვენი მოქალაქეები მოახვედრა სოხუმის, თუ ცხინვალის ციხეებში. რუსეთის სათათბიროს და ფედერაციის საბჭოს გარდა, მე მივმართე იმ პოლიტიკოსებსაც, ვისაც ვიცნობ ჩემი პოლიტიკური საქმიანოდან გამომდინარე, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ ადამიანური სახე საქართველოს მიმართ და რომელთაც არ ჩაუდენიათ რაიმე ანტიქართული ქმედებები.

მაინტერესებს, ბატონი ივანიშვილი, რომელიც ამ დღეებშიც ხეების გადარგვითაა დაკავებული, თუ შეეხმიანა თავის მეგობრებს კრემლში, რუსეთის მთავრობაში, ელიტარულ ბიზნესში, სადაც მილიარდები იშოვა და თხოვა დახმარება ცხედრის გადმოსვენებაში. თუ სთხოვა დახმარება თავის მეგობარს და პარტნიორს პატრუშევს, რომელიც კურირებს რუსეთის ძალოვან და სამართალდამცავ სისტემებს და რომელსაც ეს წუთნახევარში შეეძლო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი