“როგორც მოგეხსენებათ, ამ დღეებში ივანიშვილმა,თავის ჭკუით იმიჯის გამოსასწორებლად, სასწრაფო წესით, ვაშინგტონს მიავლინა მის მიერ ნაყიდი ეგრეთწოდებულ, პროამერიკელ-ლიბერალ დეპუტატთა ჯგუფი,სისხლიანი ქალბატონის,პარლამენტის ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის მეთაურობით.

 როგორც გახსოვთ, სწორედ ამ ქალბატონმა გასცა პირველი ვერდიქტი 26 მაისის ცნობილი დარბევა, ხალხის ხოცვა-ჟლეტისა. ჩემთვის უფრო გასაოცარი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ამ სამარცხვინო დელეგაციის მასპინძელი გახლავთ არც მეტი არც ნაკლები, კონგრესმენი კალიფორნიიდან,რუსეთის მეხოტბე-ლობისტი, აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ერთადერთი მომხრე მთელ ამერიკულ პოლიტისშტებლიმენტში დენის რახიბეკერი.

 როდესაც მან ეს ავადმყოფური იდეები, სეპარატისტთა დამოუკიდებლობის ჭეშმარიტებაზე გამიზიარა ჯერ კიდევ 2007 წელს, ჩემი ფეხი მის კაბინეტში აღარ ყოფილა,უფრო მეტიც, მხოლოდ მას არ ვუგზავნით ინფორმაციებს რუსეთის აგრესიაზე, რადგან ეს ყველაფერი მოხვდება პუტინის მაგიდაზე. ჰოდა ამ დელეგაციის მასპინძელი ეს ბატონია. დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდია”- აცხადებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი