შალვა ნათელაშვილის თანაგუნდელებმა RMG GOLD-ის ოფისთან საპროტესტო აცია გამართეს და ოქროს წარმოების მმართველებს უკანონო საქმიანობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.   

 დღესვე შალვა ნათელაშვილმა RMG GOLD-ის და ბიძინა ივანიშვილის საერთო ინტერესებზე ისაუბრა. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის გადაწყვეტილებით, მსოფლიო საფინანსო ორგანიზაციებს მიმართავენ, რომ კომპანიის ხელმძღვანელობას ევროპის მასშტაბით ანგარიშები გაუყინონ.

 „ივანიშვილი ატარებს დამნაშავე მმართველი პარტიის თავყრილობას მთაწმინდის პარკში და მეორედ ოფიციალურად ბრუნდება პოლიტიკაში, თუმცა, ის ყოველთვის იყო დეფაქტო ლიდერი. მიზანი მისი დაბრუნების გახლავთ არამარტო მიწისზედა საქართველოს დაუფლება, არამედ მიწიდან ყველაფრის ამოთხრა, რაც ღმერთმა გვაჩუქა, ოქროს, ვერცხლის, სპილენძის და ამ ბინძურ დავალებას ასრულებს აქ, ჯალალედინის შტაბში დაბანაკებული მისი ქილერები ე.წ. RMG GOLD,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. აქციაზე ინციდენტიც მოხდა. ბიძინა ივანიშვილის პლაკატის გაკვრის გამო „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთ წევრს, ადმინისტრაციული ოქმი გამოუწერეს.

.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი