,,ჩუგოშვილის აღიარება – ხუთი წლის წინანდელი თუა ჩანაწერი, მაშინ მინისტრი იყო ყიფიანი…” _ ასეთ კომენტარს აკეთებს ტვ. იბერიას ერთ-ერთი წამყვანი, ჟურნალისტი ვანო პავლიაშვილი პარლამენტის ვიცე-სპიკერისა და უმრავლესობის დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებაზე, რომელიც მან ტელეკომპანია “იბერიასს” საქმესთან დაკავშირებულ აუდიოჩანაწერებთან მიმართებაში გააკეთა.

უმრავლესობის დეპუტატი და ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ტელეკომპანია “იბერიას” საქმესთან დაკავშირებული აუდიოჩანაწერები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება, 5 წლის წინანდელია:

,,მე როგორც ვიცი, 5 წლის წინანდელ ჩანაწერზეა საუბარი და ძაან გამიჭირდება ეხლა ვისაუბრო… მე ეს ინფორმაცია მაქვს, შეიძლება ვცდები,  მაგრამ მე მითხრეს, რომ ეს წლების წინანდელ საუბარზეა ლაპარაკი. საგამოძიებო ორგანოები თუ ჩათვლიან რომ რაიმე დანაშაულის ნიშნებია, დარწმუნებული ვარ ამას მიაქცევენ ყურადღებას. ” განუცხადა ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კიდევ ერთი ჩანაწერი გავრცელდა, სადაც სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ. ყიფიანი ოქუაშვილს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან საუბრის დეტალებს უყვება. აუდიოფაილიდან ირკვევა, რომ მამაცაშვილი “ომეგა ჯგუფის” პრობლემების მოსაგვარებლად, მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა და ამ თემაზე პრემიერთან შეხვედრასაც გეგმავდა.

ჩანაწერიდან ასევე ირკვევა, რომ “ომეგა ჯგუფის” მფლობელს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი მთავრობასთან პრობლემების მოგვარებაში ორ მილიონ დოლარს სთხოვდა

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი