Home ახალი დამატებული ია მეტრეველი: ეს ის „რუსთავი 2” არ არის…

ია მეტრეველი: ეს ის „რუსთავი 2” არ არის…

20 second read
0
37

ია მეტრეველი, ბუტა რობაქიძის დედა:

_ „რუსთავი 2” – ეს ის „დემოკრატიული და მართალი” ტელევიზია არ არის? ჩემი უმწიკლო, 19 წლის პატარა ბიჭი და მისი პატარა მეგობრები ბანდიტების დაჯგუფებად რომ მონათლა და მთელს საქართველოს ამცნო, ერთ-ერთი ბანდიტი ლიკვიდირებულიაო.

ეს ის „რუსთავი 2” არ არის, სანდრო გირგვლიანი – დედისერთა, წამებით მოკლული ბიჭი – სვანების დაჯგუფების წევრიაო, რომ გვამცნო და სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულიაო.

„რუსთავი 2” – ეს ის მართალი ტელევიზია არ არის, 2008 წლის გაუაზრებელი, წაგებული ომი მოგებულად რომ გამოგვიცხადა და აზეიმა ქართველები.

რომელი ერთი ჩამოვთვალო, უსასრულოდ გრძელდება მათი ტყუილები. ახლა კი თურმე „ყველაზე დიდი მართლმადიდებელი” გვარამია, ქრისტეს და მარო მაყაშვილის გზისკენ მოგვიწოდებს. მხოლოდ სიცილის მომგვრელია ეს ყველაფერი. მე კი ამდენი სიცრუით, დანაშაულებით და ბოროტებით დამძიმებულს, ”რუსთავი 2” -ს და ნაცებს მოგიწოდებთ, დაფიქრდეთ ყველაფერზე, გულით მოინანიოთ უფლის წინაშე, ისევ თქვენივე სულების გადასარჩენად, იქნებ გეშველოთ რამე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *