ვის ემსახურებით და ვის წისქვილზე ასხამთ „თაფლს?!” – საქართველოს პრეზიდენტის; სახალხო დამცველის და ოპოზიციის – „პოზიცია” გასაგებია!
   აი, თქვენი… აი, (ერთეულების გამოკლებით) მთავრობის წევრებო, თუ საპარლამენტო უმრავლესობავ, თქვენი „პოლიტიკური სქესია” – დღემდე დაუდგენელი და აქვე ავღნიშნავ, ამ „ერთეულებში” არ ირიცხებით. ასევე, სხვადასხვა პოლიტიკური „ფერიცვალებიდან” თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, დღეს, „ქართული ოცნების” დაფაზე გადმოწერილო „მესიებო”! საქართველოს ხელისუფალნო! როდესაც „რუსთავი 2”-ს ტრიბუნიდან ნიკა გვარამია გემუქრებათ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმებით, მანიფესტაციებით და სახალხო მშვიდობიანი „აჯანყებით”, როდესაც სტრასბურგის სასამართლოს „მორიგე მოსამართლე” არ მიიჩნევს საჭიროდ, რუსთავი 2-ის  მიერ შეტანილ სარჩელზე დაუყონებლივ აცნობოს მოპასუხე მხარეს – საქართველოს მთავრობას; როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი საქვეყნოდ დასცინის და ირონიულ კონტექსტში მოიხსენიებს პარლამენტის სპიკერის, ირაკლი კობახიძის მოსაზრებებს; როდესაც სახალხო დამცველი – უჩა ნანუაშვილი, ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლოზე ახდენს ზეწოლას და შემდგომ, იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს „ცილისმწამებელს და უპასუხისმგებლოს” უწოდებს…
 საკმარისია, თუ გავაგრძელო!?.. სად ხარ შენ – ოფიციოზო!? სად არის თქვენი მყისიერი პასუხები შექმნილ ვითარებაზე!? სად გადის ზღვარი თუ „ოქროს შუალედი” – სრულიად საქართველოს მოსახლეობის წინაშე აღებული ვალდებულებების, პასუხისმგებლობის და მთავრობის უმოქმედობას- შორის?! სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს პოლიტიკური მასკარადი და სამარცხვინო სანახაობა?! ვის დაკვეთებს ასრულებს, დღეს, საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს პარლამენტი!? ვისი გეშინიათ!?…. რა ვალდებულებები გაქვთ ასეთი აღებული, რა პირობები გაქვთ დადებული გარდა ქართულისა!?
 ეს – საქართველოა!!! ქრისტეშობამდე არსებული  ერი! მსოფლიოში, 14 (თოთხმეტი) დამწერლობა -ანბანია და ერთი – ჩვენია! ქ ა რ თ უ ლ ი !!! შეხსენება საჭიროა?!
    მე, რიგითი საქართველოს მოქალაქე,(ჟურნალისტი პროფესიაა) სრულიად უსუსური და დაუცველი ვარ ამ სიტუაციაში, ისე, როგორც მილიონი ჩვენი მოქალაქე. ჩვენი გენეტიკური კოდი – საქართველოს სიყვარულია! მართლმადიდებლობის და საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ის  სიყვარულია! სრულიად საქართველოს – სიყვარულია! თუმცა, ამ ქვეყანაში ხომ რაც ცუდი ხდება, ყველაფერი „არაფორმალური მმართველის და ერთი კაცის” – ბრალია!? თქვენი დიდი „მეცადინეობით, შრომით და მოსახლეობაზე მუხლჩაუხრელი ზრუნვით” – ახალი ტერმინები და გამონათქვამებიც გაიბნა ხალხში, თქვენივე ხელდასმული და სავარძელში ჩასმული ჩინოვნიკებისგან: „მე არ გამიშვიხარ სამსახურიდან, ბიძინას ჰკითხე… ზემოდან მოდის”… „ბიძინას აქვს ბევრი ფული -აქ რას მოდიოდი”… „წერე და იკითხე. წადი, წადი… „ბიძაშენთან”…. მიჩივლე; „… ეს -კორექტურულად?!…. უდიდესი უპირატესობით აგებთ ინფორმაციულ „ომს” – ოპოზიციასთან და რაც უმთავრესია, საქართველოს მოსახლეობას წინაშე!
 ოფიციოზო! ვის ემსახურებით და ვის წისქვილზე ასხამთ „თაფლს?!”… დღეს, საქართველოში მივიღეთ სრულიად ახალი „ფორმატი” საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციის. უმაღლესი ფენა -პოლიტიკური ბურჟუაზია მმართველი გუნდი და ოპოზიცია; უმდაბლესი ფენა – ღარიბი -ღატაკი ინტელიგენცია და საქართველოს მოსახლეობა….
    ბატონებო, ასწრებთ, ვიდრე თანამდებობები გიკავიათ – „დანაზოგები” დაუტოვოთ შთამომავლობას???…. ქართული ანდაზა გვასწავლის: „არც არ გერგებათ – არ შეგერგებათ”! გაითავისეთ და დაიმახსოვრეთ!„თავს არ მოიკლავს, ქართველი არა, ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს”…..!!!

იამზე კიკნაძე

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი