თქვენ რა გგონიათ, ამ ფოტოზე დედა-შვილი მაკაკაა გამოსახული? ნურას უკაცრავად! აბა? მამა-შვილი? ჰაჰ… ძნელი სათქმელია… ახლავე გაგარკვევთ, რა ხდება.

  მდედრი ბერბერული მაკაკები გამრავლების პერიოდში ჯგუფის ყველა მამრთან ჯვარდებიან. აი ასე – განურჩევლად ყველასთან. და როცა პატარა იბადება, არც ერთმა მამრმა არ იცის, რომლის შვილია ახალშობილი. შესაბამისად, ყველა პოტენციური მამა თანაბრად ზრუნავს პატარაზე. იცავენ, ასუფთავებენ, ართობენ… მოკლედ, ყველა კმაყოფილია – დედა, რომელსაც ძიძების სახით მონდომებული მამების მთელი არმია ჰყავს; ნაშიერი, რომელსაც ბევრი მფარველი უმაგრებს ზურგს და მამრები, რომლებსაც მამობრივი სიხარულის განცდის საშუალება ეძლევათ.

ჰოდა, არ ვიცით, არის თუ არა ეს პატარა მაკაკა ამ მოზვინული მამრის შვილი. მამასავით კი უვლის და რა მნიშვნელობა აქვს…

წყარო: თბილისის ზოოპარკი

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი