არიზონას კარდიოლოგ ჯეკ ვოლფსონის (Dr. Jack Wolfson) პასუხი გაბრაზებულ ხალხს.

კარდიოლოგმა, ინტერვიუში, თავისი მოსაზრება გამოთქვა ვაქცინაციასა და კალიფორნიაში წითელას “აფეთქებაზე”.
პასუხმა ათასობით ადამიანი გააღიზიანა და გაანაწყენა, ასევე დიდი მხარდაჭერაც მოყვა.

როგორც ვოლფსონი ამბობს, ჩვენი ბავშვების ქიმიკატებით ინექციებს ბევრი „ფოლოუერი“ (მიმდევარი) ჰყავსო.
მინდა ყველა გაბრაზებულ ადამიანს ვთხოვო – ეს ბოღმა და ბრაზი იქით მიმართონ სადაც საჭიროა.

1. გაუბრაზდით სავაჭრო კომპანიებს. ფოსტით გაუგზავნეთ მათ ეს რისხვა.
შაქრიან ბურბუშელებს, დონატებს, ორცხობილებს და კექსებს წელიწადში მილიონობით სიცოცხლე ეწირება. ყველაზე უარეს შემთხვევაში, ჩუტყვავილით, მსოფლიოში წელიწადში 100 ადამიანი კვდება. ამ ადამიანებს ბურბუშელა და დონატები რომ არ ეჭამათ, შეიძლება ცოცხალიც ყოფილყვნენ.

2. გაუბრაზდით სწრაფი კვების რესტორნებს. პრობლემა სწორედ ის საშინელი ხორციანი ბურგერები, პესტიციდებიანი კარტოფილი ფრი და ჰორმონალური რძის კოქტეილია. ესაა პრობლემა თქვენი შვილისთვის და არა B ჰეპატიტი, რომელიც ძირითადად ნარკომანების და მეძავების დაავადებაა. და თქვენ გინდათ ეს ვაქცინა ახალშობილებს გაუკეთოთ?

3. დაიბოღმეთ და გაუბრაზდით იმ კომპანიებს, რომლებიც თქვენთვის სარეცხ ფხვნილებს, თეთრეულის დამარბილებლებს აწარმოებენ. თქვენ და თქვენი შვილები ატარებთ და სუნთქავთ ცნობილ კანცეროგენებს. დაურეკეთ Bounce and Downy
( Tide მწარმოებელი) და უთხარით ამის შესახებ. ეს პროდუქტები, იმაზე მეტს კლავს ვიდრე ყბაყურას ვირუსი (ეს ვირუსი საერთოდ არავის კლავს, ისევე როგორც A ჰეპატიტი)

4. გაუბრაზდით ყველა იმ კომპანიას, რომელიც გარემოს აბინძურებს. ეს ქიმიური ნივთიერებები და მძიმე მეტალები იწვევენ აუტიზმს, გულის დაავადებებს, კიბოს, აუტოიმუნურ დაავადებებს და სხვა ჯანმრთელობის პრობლემებს. ყველაფერი ეს, ყოველწლიურად იწვევს მსოფლიოში მილიონობით ადამიანის სიკვდილ. წითელათი გარდაცვლილტა რაოდენობის ამასთან შედარებაც არ შეიძლება.

5. თქვენს დედებს გაუბრაზდით ძუძუთი რომ არ გაგზარდეს, არ იძინებდნენ თქვენთან ერთად. ძუძუთი კვება იცავს ბავშვებს უამრავი ინფექციისგან.

6. ექიმს გაუბრაზდით, რომ არ კითხულობს და არ სწავლობს აცრის ანოტაციას. მან უნდა გითხრას თქვენ ალუმინზე, ვერცხლისწყალზე, ფორმალდეჰიდზე, აბორტირებულ ქსოვილებზე, ცხოველურ ცილებზე, პოლისორბატ 80ზე,ანტიბიოტიკებზე და სხვა ქიმიურ ნაერთებზე რომელიც ვაქცინებში შედის. ეკოლოგიის სამუშაო ჯგუფის მონაცემებით, ახალშობილის ჭიპლარის სისხლი შეიცავს 200ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას. ეგებ თქვენი ექიმი ფიქრობს, რომ კიდევ რამდენიმე ქიმიკატის შეყვანა ბავშვის ორგანიზმში დიდი არაფერია.

7. კაბელურ კომპანიებს და ტელევიზორის ფირმებს გაუბრაზდით, თქვენს შვილებს რომ ასუქებენ  და აზარმაცებენ .არც სპორტის სურვილი აქვთ და არც ქუჩაში თამაშის. მოძრაობის და ვარჯიშის უკმარისობა იმაზე გაცილებით მეტს კლავს ვიდრე პოლიომიელიტი. სად არის ერთი ის 80 წლის პოლიომიელიტით ხეიბარი ხალხი …რაღაც ვერ ვხედავ.

8. ბილ გეითსზე იყარეთ ჯავრი. მან შექმნა კომპიუტერი და უსხედხართ მთელი დღე და იღებთ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას.

9. ფარმაცევტულ კომპანიებს გაუბრაზდით ხანგრძლივ და ბედნიერ სიცოცხლეს წამლებით რომ გპირდებიან.

10. ბოლოს, საკუთარ თავს გაუბრაზდით, რომ არ გაახილეთ თვალი და მასმედიის ტვინის რეცხვამ გონება დაგიხშოთ. თქვენ არასდროს დაგისვამთ შეკითხვები ექიმისთვის, არ გიკითხავთ რას შეიცავს აცრები.

არასდროს წაგიკითხავთ არაფერი ბავშვთა უვნებელ ინფექციურ დაავადებებზე.

ეს წერილი დაწერილია სიყვარულით და თქვენი შვილებისათვის უკეთესი სამყაროს შექმნის იდეით. ბოღმა და ღვარძლი ზრდის გულის შეტევის რისკს. იყავით ფრთხილად!
https://healthimpactnews.com/…/arizona-cardiologist-respo…/…

წყარო: აცრა და რისკფაქტორები

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი