თუკი გსურთ ისწავლოთ სახელმწიფოს მიერ სრულიად დაფინანსებულ რომელიმე პროგრამაზე, მაშინ ყურადღებით გაეცანით ამ სტატიას:

შეიძლება ესა თუ ის სპეციალობა შესული იყოს ე.წ. უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალში, ანუ იმ ფაკულტეტების სიაში, რომლებიც სრულიადა დაფინანსებული სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა არსებობს ისეთი ფაკულტეტებიც, რომლებიც შეიძლება არ დაფინანსდეს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უფასო ფაკულტეტთა სიაში წერია. ასეთია ვეტერინარიის ფაკულტეტი, რომელიც არცერთ სახელმწიფო უნივერსიტეტს არ აქვს, ის მხოლოდ ორ კერძო უნივერსიტეტში ისწავლება, ხოლო სახელმწიფო აღნიშნულ პროგრამას მხოლოდ სახელმწიფო სასწავლებლებში აფინანსებს.

ამრიგად, კონკრეტული სპეციალობა შეიძლება იყოს უფასო ფაკულტეტთა ჩამონათვალში, თუმცა, თუკი ის ისწავლება მხოლოდ კერძო უმაღლეს სასწავლებლებში, მაშინ თქვენ მოგიწევთ უფასო ფაკულტეტზე სწავლის საფასურის გადახდა.

აღნიშნულმა ფაქტმა დიდი დაბნეულობა გამოიწვია აბიტურიენტებსა და მათ მშობლებში, მათი აზრით, მინისტრის მიერ დაანონსებული უფასო სპეციალობების რაოდენობის გაორმაგება სწორედ ასეთი ფაკულტეტების ხარჯზე მოხდება.

უფასო ფაკულტეტების გაორმაგებასთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა:

„წლევანდელ შემადგენლობაში რაოდენობა არ შემცირებულა და არც შემცირდება. პირიქით, გაიზრდება, მაგრამ ბარიერი აიწევს. ანუ, ვაპირებთ, რომ უფასო ფაკულტეტებზე სწავლას უკეთ სწავლა სჭირდებოდეს. უფრო მაღალი ხარისხის, ვიდრე ფასიან ფაკულტეტებზე. ბარიერი ყველა უფასო ფაკულტეტზე აიწევს, თუმცა ერთნაირად არა. ჩვენი ინტერესია, რომ თუკი დღეს 21 უფასო ფაკულტეტია, 42 გახდეს, მაგრამ ისინი ცუდი სტუდენტების თავშესაფარი აღარ იყოს. პირიქით, ამ სტატუსის შენარჩუნებას უფრო მაღალი შედეგიანობა უნდა სჭირდებოდეს, რადგან ჩვენ რამენაირი ფიზიკოსები და აგრონომები კი არა, მაგარი ფიზიკოსები და აგრონომები გვჭირდება“.

სოსო გაზდელიანი

Edu.Aris.ge – განათლება

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი