,,ომი ჩრდილოეთ კორეასთან შეიძლება ნებისმიერ წუთს დაიწყოს” – ეს განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბან იმ გააკეთა. მინისტრის განცხადებას The South China Morning Post ავრცელებს. ,,ბოლო დროს დაძაბულობა გაძლიერდა. რჩება შთაბეჭდილება, რომ კონფლიქტი ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიწყოს. თუ დაიწყება ომი, ყველა წააგებს, აქ გამარჯვებული არავინ იქნება,” – განაცხადა ბან იმ.
მანამდე კი, ტელეკომპანია NBC News-მა, აშშ-ის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, ინფორმაცია გაავრცელა, რომ ვაშინგტონი მზადაა ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ობიექტებზე იერიშის მისატანად, თუ ფხენიანი კიდევ შეეცდება ბირთვული გამოცდის მოწყობას. მაღალჩინოსნის ცნობით, ჩრდილოთ კორეა მორიგი ბირთვული გამოცდის ჩატარებას უახლოეს შაბათ-კვირას გეგმავს.

დონალდ ტრამპის ბრძანებით ჩრდილოეთ კორეისკენ გაგზავნილმა ატომურმა ავიამზიდმა, რომელიც ფრთოსანი რაკეტებითაა (Tomahawk) აღჭურვილი, იერიშისთვის ხელსაყრელი პოზიცია უკვე დაიკავა. პენტაგონმა ბომბდამშენები გუამის ბაზაზე და წყნარ ოკეანეშიც გაგზავნა.

უფრო ადრე, დონალდ ტრამპმა The Financial Times-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ აშშ თავად მიხედავს ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პრობლემას, თუ ამას ჩინეთი არ გააკეთებს.

ჩრდილოეთ კორეამ 2016 წლის დასაწყისიდან დღემდე 20 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა და 2 ბირთვული ცდა ჩაატარა, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას არღვევს.

წყაროpresa.ge
კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი