საზოგადოება

,,თუ არ დააფინანსებთ მეოთხე სტადიის სიმსივნით დაავადებულებს, გამოვაცხადებ შიმშილობას”

მაია ტურაშვილი:

_ აი ეს არის სასიკვდილო განაჩენი!! მერიის მორიგი უარი დაფინანსებაზე(ანუ ჰერცეპტინის პროგრამაში ჩასმაზე ისევ უარი მივიღე) ესაა აწყობილი ქვეყანა! ქვეყანა, რომელიც იძულებულს ხდის თავის მოქალაქეებს, დატოვონ სამშობლო, გადაიხვეწონ უცხო მხარეში, რათა სიცოცხლე შეინარჩუნონ! ჯერ ის მინდა ვკითხო ბატონ სერგენკოს, ბატონ კალაძეს და მთლიანად ამ უსამართლო, სასიკვდილო განაჩენის მესვეურთ- თქვენ რომ დაგჭირდეთ ან თქვენიანებს, ერთ მშვენიერ დღეს, როცა მაგ სკამებზე აღარ ისხდებით, მეოთხე სტადიის სიმსივნესთან შესაბრძოლებლად, დაელოდებოდით ერთი წელი მკურნალობის დაწყებას? ეხლა იტყვით, კიო, რადგან ფულიც გაქვთ, თანამდებობაც და ძლიერებაც! მოვა დრო რომ აღარ გექნებათ!!! დატოვეთ სიკეთე და ნუ დატოვებთ საქართველის ქართველების გარეშე! მე პირადად იძულებული ვარ, გავიქცე აქედან, რათა ჩემი შვილები არ დავაობლო! ბევრია ჩემისთანა…მაგრამ იმან რა ქნას, ვინც არ გაიქცევა და ხელს ჩაიქნევს?! ჯერ 8000-იანი წამალის 80%ი ფინანსდება. ამ უმუშევარ და უხელფასო ქვეყანაში ის 20%, რომელიც 1600 ლარია თუ გიფიქრიათ, საიდან უნდა გადაიხადოს ხალხმა თანაც 3 კვირაში ერთხელ?! ეს მხოლოდ ერთ პრეპარატზეა საუბარი! მე პირადად სამ კვირაში ერთხელ 12 000 მჭირდება და მითხარით, საიდან მოვიტანო!!!! მთელი სიცოცხლე ვმუშაობ, მაგრამ 300 ლარს ვერ ავცდი. ეს ადამიანობაა, საერთოდ!

 თუ არ შეცვლით ამ საშინელ კანონს, რითაც ხალხი მათხოვრებად აქციეთ( მე პირადად მათხოვრად ვიქეცი)ზოგი გააქციეთ ქვეყნიდან იმის გამო, რომ სიცოცხლე შეინარჩუნოს. მე პირადად გამოვაცხადებ უვადო შიმშილობას დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი შემომიერთდება!!!! მკვლელობა მარტო ის არაა, იარაღი ესროლო ადამიანებს….ეს უარესია, ჯერ თავმოყვარეობა წაართვა, მათხოვრად გადააქციო და შემდეგ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანო!

 ნუთუ მაგ პარლამენტშიც ყველა სკამის მანიაკები ხართ! რატომ არ იღებთ ხმას ამ მკვლელ კანონზე?! რატომ არ აფინანსებთ დანარჩენი საქართველოს მეოთხე სტადიის სიმსივნიანებს!!! ” მაინც განწირულებად თვლით ხო”, მაგრამ არავინ არ იცის ჯერ ვინ წავა!!!!! რომელ ტერორისტებს ებრძვით, ეს ტერორიზმი არაა?! ეს სწორედაც რომ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგაა ტერორიზმი!

 იცოდეთ, ცხოვრება მოულიდნელი სურპრიზებითაა სავსე და არავინ არ იცის, რა იქნება ხვალ! ამიტომ შეცვალეთ ეს მკვლელი კანონი და მიეცით ხალხს წამალი, რათა ერთ მშვენიერ დღეს თქვენივე დაგებულ მახეში თქვენვე ან თქვენი საყვარელი ადამიანები არ აღმოჩნდნენ!!! უფალი სამართლიანია, თან ძალიან და გეშინოდეთ მისგან მოვლენილი სამართლიანი რისხვის! დიდება უფალს, რომ ის მაინც არ ტოვებს თქვენგან გაწირულ ხალხს!

 ვიმეორებ, არსად არ წავალ და აუცილებლად მივმართავ პროტესტის უკიდურეს ზომას, თუ არ შეცვლით ამ საშინელ მკვლელ კანონს:

1) არ დააფინანსებთ რაიონების მეოთხე სტადიის სიმსივნით დაავადებულებს!!!!

 2)არ გააუქმებთ იმ წყეულ ერთ წელიწადს, თბილისში ჩაწერით რომ ადამიანი მოხვდეს ჰერცეპტინის პროგრამაში!

 3)დაფინანსება ჩვენ ქვეყანაში წამლის 100% უნდა იყოს, რადგან მათხოვრული ხელფასები გვაქვს! ამიტომ 80% ნაცვლად დააფინანსეთ 100 %.

 ვის რაში სჭირდება თქვენი 3 მილიონიანი ბრჭყვიალა განათება!!! ხალხს პური და წამალი არ აქვს!!!! შემოგვიერთდით, საკმარისია ამდენი დუმილი !!!!

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close