დღეს, 8 ოქტომბერს, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა თეიმურაზ შაშიაშვილმა მასმედიის წარმომადგენლებისთვის პრესსკონფერენცია გამართა. მან კიდევ ერთხელ მოითხოვა დანარჩენი პრეზიდენტობის კანდიდატებისგან ერთობლივი შეხვედრის ჩატარება ამომრჩევლის წინაშე. ისაუბრა შიშზე, რადგან ყოფილი და ახლანდელი მმართველი გუნდების წარმომადგენლები ძალიან უფრთხიან მასთან დებატებს. თემურ შაშიაშვილმა მკაფიო მესიჯი გაუგზავნა ინტელიგენციის წარმომადგენლებს, ლადო კახაძეს, რეზო ამაშუკელსა და ზურა ყიფშიძეს , რომლებიც ღიად აფიქსირებენ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას და დანარჩენ საზოგადოებას ოცნების მიერ მხარდაჭერილი ამ კანდიდატისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებენ.

თეიმურაზ შაშიაშვილმა მოითხოვა, უშუამდგომლონ მას, როგორც ძველ მეგობარს, ქბ-ნ სალომე ზურაბიშვილთან, რათა ეს უკანასკნელი პირდაპირ ეთერში ბატონ თემურთან დებატებში დაჯდეს. იგივე სახის გზავნილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სააკაშვილის კანდიდატის მხარდამჭერებსაც აახლა და მოითხოვა პაატა ბურჭულაძისგან, იყოს შუამავალი მის მიერ მხარდაჭერილ გრიგოლ ვაშაძესთან, რათა თეიმურაზ შაშიაშვილმა მისგანაც მიიღოს დებატებზე თანხმობა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ხვალ ბორჯომში მისი პროგრამული ორიენტირების რეგიონალური წარდგენა დააანონსა, რომელზეც, ტრადიციულად, კონკურენტი კანდიდატები მიიწვია.

https://youtu.be/BSbsEicik-4

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი