“თეთრი ხმაურის მოძრაობის” ლიდერსა და სამართალდამცველებს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. ამის შესახებ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ლიდერმა, ბექა წიქარიშვილმა გააკეთა.

ბექა წიქარიშვილმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შეთანხმება ვერ შედგა.

„სამწუხაროდ, შეთანხმება ჩვენს შორის ვერ შედგა. საკითხი ეხებოდა შემდეგს, რომ ჩვენ ვითხოვთ ქუჩის სრულად დაკავებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ამისთვის ხალხის საკმარისი რაოდენობაა. თუმცა საპატრულო პოლიციის მხრიდან სხვა პოზიციაა, ისინი ფიქრობენ, რომ არასაკმარისია”,- განაცხადა ბექა წიაქარიშვილმა.

თბილისში, რუთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან აქცია  „ჩვენი თავისუფლებისთვის გავდივართ გარეთ“ მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასა და პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას ითხოვენ.

ბოლო ინფორმაციით თბილისში აქციის მხარდასაჭერად ქუთაისიდან და ბათუმიდანად მიემართებიან მოქალაქეები.

Image may contain: 25 people, crowd, sky and outdoor

Image may contain: 1 person, crowd and outdoor

სპეცოპრაცია გვიან ღამით კლუბ „ბასიანსა” და „გალერიში” ჩატარდა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.

imedinews.ge

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი