,,ჩემი ნათესავი თადუმაძე არ არის. მე ვარ მისი შვილის ნათლია”- ეს განცხადება, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გააკეთა. თეა წულუკიანი იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მთავარი პროკურორობის კანდიდატ, შალვა თადუმაძესთან ნათესაური კავშირი აქვს.
“ჩემი ნათესავი თადუმაძე არ არის. მე ვარ მისი შვილის ნათლია. მე ის გავიცანი პოლიტიკურ ბრძოლაში, 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის გარშემო ჩვენ ვიყავით იურისტების ჯგუფი შემოკრებილი, რომლებმაც ქართულ ოცნებასთან ერთად ვიბრძოლეთ და დავამარცხეთ ნაციონალური მოძრაობა 1 ოქტომბერს.
 ამ ჯგუფში იყო ბატონ არჩილ კბილაშვილი, შალვა თადუმაძე, თქვენი მონამორჩილი, ბატონი ზაქრო ქუცნაშვილი, ბატონი ალექსანდრე ბარამიძე, ეს იყო საკმაოდ შთამბეჭდავი ჯგუფი იურისტებისა და ასე შედგა ჩვენი ნაცნობობა,”-განაცხადა თეა წულუკიანმა.

წყარო: pirveliradio.ge

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი