საზოგადოება

,,თბილისში 86 წლის ვარტო სიმონიანი და 70 წლის ლუბა ჩიპლიევა შიმშილით იხოცებიან”

,,მიუხედავათ იმისა, რომ კრიმინალი ზაზა სოფრომაძე თავს კარგად და მშვიდათ გრძნობს, მიუხედავათ იმისა, რომ მისი პრესსამსახური- ტატიანა გამყრელიძე ამტკიცებს, რომ სააგენტო კარგად მუშაობს, არავის აინტერესებს, სამგორის რაიონის კახეთის გზატკეცილი # 89-ში მაცხოვრებელ ორ მარტოხელა მოხუცს რატომ არ აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი? ეს მოხუცები ჯამრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებენ სოციალურ სამსახურში მისვლას. სოცაგენტი, რომელიც მიდის აღნიშნულ ტერიტორიაზე, ყურადღებას არ აქცევს მათ. მოხუცები – 86 წლის ვარტო სიმონიანი და 70 წლის ლუბა ჩიპლიევა პრაქტიკულად შიმშილობენ.

 ასევე, ამ მისამართზე ცხოვრობს ქმართან ერთად მარინა კრუპიცკაია. ქალბატონი ძალიან ავად არის. სტატუსს არ აძლევენ, რადგან მისი მეუღლე უკრაინის მოქალაქეა. ცოლ-ქმარი ეკლესიასთან მათხოვრობს, რადგან პურის ფული არ აქვს!
ასევე, სამგორის რაიონში, კახეთის 25-ე კილომეტრზე, ყოფილი სეისმოლოგიის შენობაში ცხოვრობს ციალა ბულკაშვილი (პ/ნ 0171105894). მას მოუხსნეს სტატუსი გამოგონილი მიზეზით, თითქოს მისი შვილი საზღვარგარეთ არის წასული. შვილი ალკოჰოლის მომხმარებელია და ნავთლუღის ბაზრის ტერიტორიას არ ტოვებს, სადაც მათხოვრობს და სვამს” -წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ,,უმუშევართა კავშირი”-ს თავმჯდომარე თამარ იოვაშვილი.  

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close