თბილისში, ზაჰესში ცოლ-ქმარს, რომელებიც მინი მარკეტს ფლობდნენ, ძარცვის მიზნით თავს დაესხნენ, შემდეგ კი მოკლეს. შემთხვევა ავჭალის #25_ში გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების განცხადებით, თავდამსხმელები ტატიშვილების ოჯახის კუთვნილი მინი-მარკეტის დაყაჩაღებას ცდილობდნენ, რა დროსაც მათ მფლობელებმა წინააღმდეგობა გაუწიეს.
არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია 66 წლის მამაკაცი და 58 წლის ქალი. მათი ცხედრები უკვე გადაასვენეს პროზექტურაში. ოჯახის სხვა წევრები სამართალდამცველებმა დასაკითხად წაიყვანეს. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები დილიდან მუშაობენ, მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
წყარო:რუსთავი2

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი