თბილისში, ფარმაცევტული კომპანია “ჰეელის” აფთიაქი გაქურდეს.  აფთიაქის მეპატრონის  განცახდებით, წაღებულია მცირე ოდენობის თანხა.

“დილით აფთიაქში მისულ ფარმაცევტს კარი ღია დახვდა. გამოვიძახეთ პოლიცია და დაცვის სამსახური, რომელიც ორგანიზაციას ემსახურება. წაღებულია მცირე ოდენობის თანხა, რომელიც სალაროში იყო”, – აცხადებენ აფთიაქში.

ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულოსხმობს.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი