დავით ნარმანია მზად არის თბილისის მერის არჩევნებში მეორედ იყაროს კენჭი.

დედაქალაქის მერის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება და კანდიდატი ამ გადაწყვეტილების საფუძელზე შეირჩევა.

”საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსულტაციები იქნება. კანდიდატი გუნდური გადაწყვეტილების საფუძველზე იქნება წარმოდგენლი. მნიშვნელოვანია, არ ვიჩქაროთ, დაველოდოთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება მიღებული”,- განაცხადა ნარმანიამ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, თუ მის კანდიდატურაზე შეთანხმდებიან, მერის არჩევნებში მონაწილეობას უპირობოდ მიიღებს. ”თუ იქნება გადაწყვეტილება, რასაკვირველია,”- დასძინა დავით ნარმანიამ.

თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობაზე კენჭისყრას აპირებენ დავით უსუფაშვილი, მისივე პოლიტიკური პარტიით, რომელსაც მალე დააფუძნებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებს თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი.

imedinews-ის ინფორმაციით, “ევროპული საქართველო”თბილისის მერის კანდიდატად პარლამენტის წევრ ელენე ხოშტარიას წარადგენს.

“ნაციონალურ მოძრაობიდან” ამ ეტაპზე ორი სავარაუდო კანდიდატ- ნიკა მელია და გრიგოლ ვაშაძე სახელდებიან.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს.

წყარო:პრაიმტაიმი

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი