2014-2016 წლის სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდში თბილისში რეგისტრირებულია ყაჩაღობის 512 და ქურდობის 13 219 ფაქტი.

უბნების მიხედვით ყველაზე მეტი – 161 ყაჩაღობის ფაქტი ამ ორ წელიწადში ისანი-სამგორის რაიონში დაფიქსირდა. აქედან გახსნილია – 107 შემთხვევა.
რაც შეეხება სხვა უბნებს, 2014 წლიდან 2016 წლის ნოემბრამდე 151 ყაჩაღობის ფაქტია რეგისტრირებული გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში, საიდანაც 104 შემთხვევაა გახსნილი. ყაჩაღობის 106 შემთხვევა დაფიქსირდა ვაკე-საბურთალოს რაიონში და სამმართველომ აქედან 74 საქმე გახსნა. ძველი თბილისის სამმართველოში ყაჩაღობის 57 ფაქტი (გახსნილია – 48); დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში კი 30 (გახსნილია – 17) შემთხვევაა რეგისტრირებული.
რაც შეეხება ქურდობას, 2 წლის მანძილზე ყველაზე მეტი 4 236 ფაქტი ვაკე-საბურთალოს რაიონში დაფიქსირდა. აქედან გახსნილია 1 515 საქმე. 2 931 ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა ისანი-სამგორის სამმართველოში (გახსნილია – 1546); 2 713 შემთხვევაა რეგისტრირებული გლდანი-ნაძალადევის რაიონში (გახსნილია 1 157); ქურდობის 1 783 ფაქტი დაფიქსირდა ძველი თბილისის სამმართველოში (გახსნილია – 975); 1 436 შემთხვევა დაფიქსირდა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოში, აქედან გახსნილია 664 ფაქტი.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი